
ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ.№1

info@tch.ge

(+995 32) 210 44 44;
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)ამიერკავკასიის სამედიცინო სამსახურის ლიდერი იყო გასული საუკუნის 70 წლებიდან ეს იყო სამედიცინო დაწესებულება რომელსაც ახსოვს ქართული და არამარტო ქართული ) მედიცინის კორიფეები. დღესაც კლინიკაში მოღვაწეობენ წამყვანი ქართული სამედიცინო სკოლების აღიარებული ლიდერების-ეგნატე ფიფიას,კონსტანტინე ჩაჩავას,ზაალ კასინის,ნოდარ ბოხუას,გივი გონჯილაშვილის,ნოდარ ხერხეულიძის,ნუგზარ ტატიშვილის ,გივი ბახტაძის და მრავალ სხვათა აღზრდილები და მათი შესანიშნავი ტრადიციების გამგრძელებლები. დიღმის საავადმყოფო სამედიცინო დაწესებულებათა ნაირფეროვან კლასტერში თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ შეინარჩუნა ტრადიციული სამედიცინო ბრენდის პრიორიტეტები და ამავდროულად სრულად განაახლა ტექნოლოგიური ბაზა.თბილისის ცენტრალური საავადმყოფო დღესდღეობით ტრადიციების მყარ ფუნდამენმტზე დაფუძნებული ინოვაციური ტიპის კლინიკაა, რომელშიც საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების ყველა უახლესი ნაბიჯია ასახული.თამამად შეიძლება ითქვას რომ კლინიკა მდიდარ ტრადიციულ ფასეულობებზე დაყრდნობით მუდმივ განახლებადი სამედიცინო მომსახურეობის პრინციპების მატარებელია.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია , სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება. იგი სრულად არის აღჭურვილი უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით.
ვრცლად