თმის ცვენა
თმის ცვენა
allmedic
თმის ცვენა
თმის ცვენა

ადამიანების უმრავლესობა, მისთვის სრულიად შეუმჩნევლად, დღეში 50 -100 თმის ღერს კარგავს, ვინაიდან პარალელურად ხდება ახალი თმის ზრდა. პათოლოგიურ თმის ცვენას განაპირობებს თმის ფოლიკულის დაზიანება და მისი ნაწიბუროვანი ქსოვილით ჩანაცვლება. თმის ცვენა შესაძლებელია განვითარდეს არა მხოლოდ თავზე, არამედ მთელს სხეულზე. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც მემკვიდრეობითი, ასევე ჰორმონალური ცვლილებები, სხვადასხვა დაავადებები ან მედიკამენტები. ის შეიძლება განვითარდეს როგორც მამაკაცებში, ასევე  ქალებსა და ბავშვებში.

გამელოტება (ალოპეცია) შეიძლება დაიწყოს უცაბედად ან ნელ-ნელა, თავის თმიანი ნაწილის ან მთელს სხეულზე. გენეტიკური თმის ცვენა ასაკთან ერთად ყველაზე გავრცელებულია. ის  ვლინდება სხვადასხვა ფორმით. დამოკიდებულია იმაზე თუ რა არის გამომწვევი მიზეზი. მამაკაცებში ყველაზე ხშირად შუბლ-თხემის არიდან იწყება თმის ცვენა, რომელიც ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

წრიული  ან ლაქისებური ფორმის  თმის ცვენა ძირითადად ვლინდება თავის კანზე, თუმცა იშვიათად ადგილი აქვს წვერსა და წარბებზე, მას ზოგჯერ წინ უძღვის კანის ტკივილი ან ქავილი.

უეცარი თმის ცვენა  ხშირად გამოწვეულია ფიზიკური ან ემოციური შოკით, რომლის შედეგად  ვითარდება თმის ბოლქვის სისუსტე. თმა მსუბუქი ვარცხნის ან დაბანის შედეგად ცვივა. ამ ტიპის თმის ცვენის დროს თმის ზოგადი დათხელება ვითარდება და არა გამელოტება.

 მთელი სხეულის თმის ცვენა ძირითდად ვითარდება სხვადასხვა მდგომარეობის ან სამედიცინო პროცედურების შედეგად, როგორიცაა ქიმიოთერაპია.

თავის თმიანი ნაწილის მასშტაბური თმის ცვენის  მიზეზი შეიძლება იყოს დერმატომიკოზი.

თმის ცვენის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია, თუმცა ეს შეიძლება გამოწვეული იყოს :

  • გენეტიკური განწყობით, რომელიც თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული  მიზეზია, რაც მამაკაცებში საბოლოოდ იწვევს გამელოტებას, ხოლო ქალებში თმის გათხელებას;
  • ჰორმონალური ცვლილებებით, რომლის დროს  შესაძლებელია განვითარდეს თმის დროებითი ცვენა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორსულობით, მშობიარობით ან მენოპაუზით. 
  • იმუნური სისტემის დაქვეითებისას ხშირად ვითარდება თმის ფოლიკულის დაზიანება, რასაც თან ახლავს  ბუდობრივი თმის ცვენა;
  • თავის კანის ინფექციით - დერმატომიკოზით, რომელიც იწვევს როგორც თავად თავის კანის ასევე თმის ფოლიკულის დაზიანებას. თმის ცვენას წინ უძღვის  კანის ქავილი და ლაქისებური წარმონაქმნები;
  • კანის სხვადასხვა დაზიანებებით, რომელიც იწვევს ნაწიბურის წარმოქმნას სადაც ვითარდება გამელოტება. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება წითელი ბრტყელი ლიქენი, მგლურა (აუტოიმუნური დაავადება,რომელიც სხვადასხვა ქსოვილის ანთებით მიმდინარეობს), სარკოიდოზი (სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება ქსოვილებში გრანულების წარმოქმნით);
  • ზოგიერთი პრეპარატის მიღებით,  რომელიც გამოიყენება სიმსივნეების, ართრიტის, დეპრესიის, მაღალი არტერიული წნევის  დროს. ასევე A ვიტამინის ჭარბი გამოყენებისას;
  • სხივური თერაპიის შედეგად;
  • საკვებში რკინის და თუთიის დეფიციტით;
  • ზოგიერთი თმის ვარცხნილობისას, როდესაც ხდება თმის ძლიერი გამოქაჩვა;
  • ტრიქოტილომანია (საკუთარი თმის ქაჩვა);
  • სხვადასხვა სამედიცინო ჩარევით;

თმის ცვენის მკურნალობა მოისაზრებს რამდენიმე კომპონენტს: პრეპარატებს, ლაზერულ თერაპიას, ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიული ჩარევისას ხდება საკუთარი ჯანსაღი თმის აღებაც თავის უკანა ნაწილიდან (კეფიდან) ან ზურგიდან და გამელოტების ადგილას გადანერგვა.

თმის ცვენის გამოვლენის დასაწყისშივე, როგორც კი შეინიშნება ნორმაზე მეტად უცაბედი ან ბუდობრივი ცვენა  მნიშვნელოვანია ექიმის კონსულტაცია. ხშირად უეცარი თმის ცვენა სხვადასხვა დაავადების პირველ ნიშანს წარმოადგენს, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. უწინარეს ყოვლისა საჭიროა გამოკვლევა მიკროელემენტების ბალანსის დასადგენად, თმა საუკეთესო ინდიკატორია მიკროელემენტების დისბალანსისა.

allmedic