
კინეტოზი - მოძრაობის დაავადება (გულისრევის შეგრძნება და ღებინება მგზავრობის დროს)
მოძრაობის დაავადება ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. მას ასევე კინეტოზს უწოდებენ. კინეტოზი გრძნობათა ორგანოებიდან წამოსული იმპულსთა კონფლიქტის შედეგია. სხეულის მდებარეობის რეგულაციაზე პასუხისმგებელია მხედველობის ორგანო, შიგნითა ყური და თავის ტვინი. კინეტოზის აღმოცენებაში წამყვან როლს ვესტიბულარული აპარატის (შიგნითა ყურის ნაწილი, რომელიც აღიქვამს თავისა და სხეულის მდგომარეობის შეცვლას სივრცეში. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის წონასწორობის დაცვაში) რეცეპტორები ასრულებენ. რეცეპტორები რეაგირებენ სხეულის მდებარეობასა და მოძრაობის ცვლილებასა და აჩქარებაზე. თავის ტვინს გადასცემს ინფორმაციას, ვესტიბულური აპარატიდან და მხედველობის ორგანოდან. გადაცემულ ინფორმაციებს შორის დისბალანსი (კონფლიქტი) ვითარდება მაშინ, როდესაც შუა ყური აღიქვამს მოძრაობის ტალღებს, ხოლო თვალი ვერ ხედავს მოძრაობას.
კინეტოზი განსაკუთრებით ვლინდება გემზე ძლიერი შტორმის დროს, ავტომანქანით მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მგზავრობისას, ასევე უჩვეულო აჩქარებით მოძრაობისას - ფრენის ან ატრაქციონებზე ქანაობის დროს.
კინეტოზი ხასიათდება:
კინეტოზის შესამცირებლად რეკომენდებულია:
კინეტოზი - მგზავრობის დაავადება ძირითადად ქალბატონებში და განსაკუთრებით ბავშვებშია გამოხატული. თუმცა ამ რეკომენდაციების გათვალისწინება საშუალებას იძლევა შეამციროთ მგზავრობისთვის დამახასითებელი დისკომფორტი.