ქერტლი
ქერტლი
allmedic
ქერტლი
ქერტლი

                   

                                                              ქერტლი

ქერტლი თავის თმიანი ნაწილზე მოფენილი თეთრი ფერის, კანის მკვდარი უჯრედებია. ქერტლი ზამთრის მშრალ პერიოდში კიდევ უფრო მეტადაა გამოხატულია, რადგან შენობებში გამათბობლების ჩართვისას ხდება თავის კანის გამოშრობა.

ქერტლის წარმოქმნის გამომწვევი მიზეზებია:

  • მშრალი კანი;
  • გაღიზიანებული, ცხიმიანი კანი (სებორეული დერმატიტი);
  • თმის არარეგულარული დაბანა, რის შედეგადაც გროვდება კანის მკვდარი უჯრედები და ცხიმი;
  • კანის სხვადასხვა დაავადებები, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი;
  • საფუარის მსგავსი სოკო (მალასეზია), რომელიც „ცხოვრობს“ თავის კანზე, იწვევს ჭარბი რაოდენობით უჯრედების წარმოქმნას, მათი სიკვდილის შემდეგ კი თმის ძირებში თეთრი ფერის ქერცლის განვითარებას;
  • თმის ძირების მომატებული მგრძნობელობა (კონტაქტური დერმატიტი), რაც ყველაზე ხშირად გამოხატულია თმის საღებავის, ლაქის,ზოგიერთი შამპუნის  გამოყენებისას. ისინი ხშირად იწვევენ კანის სიწითლეს, ქავილს, რის შედეგადაც ვითარდება ქერტლი;

ქერტილის წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • ახალგაზრდა ასაკი - თუმცა, ზოგიერთისთვის ეს პრობლემა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.  
  • მამრობითი სქესი -მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მამაკაცის ჰორმონები განაპირობებენ ქერტლის წარმოქმნას;
  • ცხიმიანი თმის კანი და თმა - საფუარა სოკოსთვის ხელსაყრელ პირობებს წარმოადგენს;
  • არასწორი კვება - თუთიის, B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა ზრდის ქერტლის განვითარების რისკს;
  • ზოგიერთი დაავადება - ნევროლოგიური (პარკინსონი), აივ-ინფექცია, ინფარქტი, ინსულტი, დაქვეითებული იმუნური სისტემა;
  •  

    ქერტლი გამოვლინდება :

  • თავის კანზე ცხიმიანი ან მშრალი თეთრი ნადებით;
  • თმის სიმშრალით, ცხიმიანობით, მტვრევადობით;
  • გახუნებული თმის ფერით;
  • თავის კანის ქავილითა და თმის ცვენით;
  • ქერტლის კონტროლი ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა მკურნალობა დიდ მოთმინებას საჭიროებს. აუცილებელია ყოველდღიურად მსუბუქი შამპუნით თავის დაბანა კანის ცხიმიანობის შესამცირებლად. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი უნდა შეიცავდეს :

  • თუთიის პირითიონს - ხასიათდება ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. ამცირებს თავის ქალაზე სოკოს, რომელიც ხშირად სებორეული დერმატიტის მიზეზი ხდება;
  • კუპრის შემცველი შამპუნი - (ნეუტროგენი T/Gel)- ქვანახშირის კუპრი, ეფექტურია ქერტლის, სებორეული დერმატიტის და ფსორიაზის დროს, ანელებს რა თავის კანის მკვდარი უჯრედების წარმოქმნას;
  • სალიცილის მჟავას შემცველი შამპუნი (ნეუტროგენი T/Sal) - ხასიათდება სკრაბის თვისებებით. კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად შამპუნის გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია კონდენციონერის გამოყენება;
  • სელენიუმი - აფერხებს კანის უჯრედების კვდომას და ამცირებს საფუარა სოკოს წარმოქმნას;
  • კეტოკონაზოლის შამპუნი - ხასიათდება სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით.
  • თითოეული მათგანის გამოყენება მაღალ ეფექტურობით ხასიათდება ქერტლის გაჩენის საწყის ეტაპზე.

    გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

  • სტრესის მართვა - ვინაიდან სტრესი მოქმედებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, აძლიერებს სხვადასხვა დაავადების მიმღებლობას.
  • თავის ხშირი დაბანა (განსაკუთრებით როდესაც მიდრეკილებაა ცხიმიანობისკენ);
  • თმის ლაქის, მუსის გამოყენებისგან თავის შეკავება;
  • თუთიით და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება;
  • სეირნობა მზიან ამინდში - მზის სხივები ამცირებს ქერტლს; ქერტლის გამოვლენისთანავე უმჯობესია მოხდეს ექიმი დერმატოლოგის მიერ მდგომარეობის შეფასება და განსაზღვრა არის თუ არა იგი მხოლოდ კანის სიმშრალით გამოწვეული, თუ კანის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, თავის კანის სოკოვანი დაავადებები. 

                                       

allmedic