
რა არის სლოკინი ?
სლოკინი დიაფრაგმის კუნთების (კუნთები, რომელიც ჰყოფს გულმკერდს მუცლისგან და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სუნთქვის პროცესში) უნებლიე შეკუმშვის შედეგად ვითარდება. თითოეულ შეკუმშვას თან ახლავს სპეციალური ხმის წარმოქმნა. ის ხშირად აწუხებთ ახალშობილებს კვების შემდეგ. ამ დროს სლოკინის მიზეზი ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი საჭმლის მომნელებელი სისტემის შედეგადაა განპირობებული - ჭამის დროს ახალშობილს ეყლაპება ჰაერი ან უბრალოდ საკვების ზედმეტ ულუფას იღებს. ჰაერით ან საკვებით გადავსებული მუცელი აწვება დიაფრაგმას და იწვევს სლოკინს.
სლოკინი შეიძლება წარმოიქმნას არა მხოლოდ დანაყრების, არამედ ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ან უეცარი ღელვისას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სლოკინი კონკრეტული დაავადების ნიშანს წარმოადგენს. სლოკინი ძირითადად რამდენიმე წუთი გრძელდება, იშვიათად თვეც შეიძლება გაგრძელდეს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის დასუსტება და გადაღლა.
თუ სლოკინი გრძელდება 48 საათი ან ის იმდენად სერიოზულია, რომ ხელს უშლის საკვების მიღებას, ძილს და სუნთქვას, ესეთ შემთხვევებში მის გამომწვევ ძირითად მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს :
არსებობს უფრო სერიოზული მიზეზით გამოწვეული სლოკინი:
ნერვების დაზიანება ან გაღიზიანება
გახანგრძლივებული სლოკინი ზოგჯერ ცთომილი ან დიაფრაგმის ნერვის გაღიზიანებამ ან დაზიანებამ შეიძლება განაპირობოს. რისი მიზეზიც შესაძლებელია იყოს:
მეტაბოლური დარღვევები და ზოგიერთი პრეპარატი - გახანგრძლივებული სლოკინი შესაძლებელია გამოწვეული იყოს:
მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან გახანგრძლივებული სლოკინისადმი. ხშირად სლოკინის განვითარების რისკს ზრდის ფსიქოლოგიური ან ემოციური პრობლემები, შფოთვა, სტრესი. ასევე ქირურგიული ჩარევა რომელიც ხორციელდება მუცლის ღრუზე. გახანგრძლივებული სლოკინი ხელს უშლის:
მიზეზის დასადგენად კეთდება გულმკერდის რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ენდოსკოპიური გამოკვლევა.
ხშირ შემთხვევაში სლოკინი თავისით გაივლის. თუკი მისი გამომწვევი რაიმე დაავადებაა, ასეთ შემთხვევაში თავად დაავადების მკურნალობისას ხდება სლოკინის გაჩერებაც. ხოლო როდესაც სლოკინი გრძელდება ორ დღეზე მეტი, გამოიყენება შემდეგი პროცედურები;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სლოკინს აქვს მუდმივი ან გახანგრძლივებული ხასითი რეკომედებულია ექიმის კონსულტაცია.