
მსხვრევადი ფრჩხილები
მსხვრევადი ფრჩხილები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მსხვრევადობა ნიშნავს, რომ ფრჩხილი ადვილად ტყდება, იბზარება, იხლიჩება ან შრევდება. ფრჩხილების ამგვარი ცვლილება ხშირად ასაკობრივი ხასიათისაა და ჩვეული მოვლენაა მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალბატონებში, თუმცა არც ახალგაზრდა ასაკშია იშვიათი. ფრჩხილების მსხვრევადობა მთელი რიგი მიზეზებით შეძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად: საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ფრჩხილის ტრავმა, სოკოვანი ინფექცია, ანთებითი დაავადება (მაგ. ფსორიაზი), სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (მაგ. ქიმიოთერაპიული საშუალებები) და ბოლოს, სისტემური დაავადებები, როგორიცაა სისხლნაკლებობა რკინის დეფიციტის გამო (ანემია), ენდოკრინული დაავადებები, პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ა.შ. ყველა ეს მდგომარეობა ფრჩხილების დასუსტებითა და მსხვრევადობით ხასიათდება და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, მაგრამ ვიდრე ამ მდგომარეობების გამოკვლევას დაიწყებდეთ მნიშვნელოვანია გარეგანი მიზეზების გამორიცხვა.
ახალგაზრდა ქალბატონებში ფრჩხილების მსხვრევადობა უფრო ხშირად სწორედ გარეგანი ფაქტორებითაა გამოწვეული. წყალთან ინტესნიური შეხება: ცურვა, ნესტიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნა, ფრჩხილის ლაქი და მისი მოსაშორებელი საშუალებების გამოყენება, რეცხვისა და წმენდისათვის განკუთვნილ აგრესიულ ქიმიურ საშუალებებთან ხშირი შეხება ფრჩხილის გაუწყლოებას, ბუნებრივი ზეთების დაკარგვას იწვევს. საბოლოოდ ფრჩხილი მშრალი და მსხვრევადი ხდება. თუკი მსხვრევადობა
მხოლოდ ხელის ფრჩხილებზე შეინიშნება, ეს უდავოდ გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ პრობლემაზე მეტყველებს და შინაგანი ფაქტორების ანუ დაავადებების არსებობა ნაკლებ სავარაუდოა.
მსხვრევადი ფრჩხილების მოვლისას, პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა და უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ფრჩხილების სწორ მოვლაზე: