
ყელის უკანა კედელზე არსებული ორი წარმონაქმნი, ნუშურა ჯირკვლები, წარმოადგენენ ტონზილებს (ე.წ. გლანდები). ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნურ სისტემაში, გამოიმუშავებენ ინფექციის საწინააღმდეგოდ ანტისხეულებს და ნებისმიერი ინფექციისთვის პირველ ბარიერს ქმნიან. ხშირად ნუშურები (ტონზილები) ინფიცირებული ხდება ბაქტერიით ან ვირუსით, რის შედეგადაც შუპდება და იწყება ანთებითი პროცესი. ამ დაავადებას ტონზილიტი ეწოდება (ანგინა, ნუშურა ჯირკვლების ანთება). ტონზილიტის გამომწვევი ვირუსის ან ბაქტერიის გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, კოცნით ან ინფიცირებული ხელის სახესთან მიტანით.
ტონზილიტისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
ბავშვებში ხშირად ზემოთ ჩამოთვლ სიმპტომებს თან ერთვის გულისრევის შეგრძნება, ღებინება და მუცლის ტკივილი.
სტრეპტოკოკით (ბაქტერია) გამოწვეული ტონზილიტი შესაძლებელია გართულდეს რევმატიული ცხელებით, თირკმლის დაავადებით (გლომერულონეფრიტი), მწვავე მონონუკლეოზით. სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია დაავადების დასაწყისშივე. ხოლო ვირუსული ტონზილიტის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ნუშურების აბსცესი (დაჩირქება). დაჩირქებული ნუშურები ძალიან მტკივნეულია და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რადგან შესაძლებელია ჩირქი გავრცელდეს და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს კისრის, იღლიის ან საზარდულის მიდამოში ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
ტონზილიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე.
ბაქტერიით გამოწვეული ტონზილიტისას ინიშნება ანტიბიოტიკი, ხოლო თუ ტონზილიტი ვირუსით არის გამოწვეულია ანტიბიოტიკის გამოყენება უშედეგოა. ასეთ დროს რეკომენდირებულია:
ხოლო ტონზილექტომიას - ნუშურების ქირურგიული ჩარევით მოცილებას მიმართავენ შემდეგ შემთხვევაში:
ტონზილექტომია კეთდება როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი ანესთეზიით. ოპერაციის შემდგომ აღინიშნება ყელის ტკივილი. ზოგჯერ ტკივილი ვრცელდება ყურის, ყბის ან კისრის მიდამოში.
ტონზილიტის განვითარების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენური წესების დაცვას, რაც გულისხმობს ხელების ხშირ დაბანას, საერთო საგნების მოხმარებისაგან თავის არიდება (ჭიქა, წყლის ბოთლი და ა.შ). ტონზილიტის დიაგნოზის დასმისთანავე აუცილებელია კბილის ჯაგრისის შეცვლა.