
ხერხემლის გამრუდება ზოგადი ტერმინია და ნებისმიერი სახის დეფორმაციას გულისმობს, რომელიც ხერხემლის სვეტს შეიძლება ჰქონდეს.
ხერხემლის სვეტი 25 პატარა ძვლისაგან შედგება, რომელთაც მალები ეწოდებათ. ნორმალურ ხერხემლის სვეტს მცირედ გამოხატული მრუდები აქვს: კისრისა და წელის არეში შეზნექილი, ხოლო გულმკერდის არეში - გამოზნექილი. აღნიშნული მრუდები მას სიმძიმის დაძლევასა და სხეულის წონასწორობის უკეთ დაცვაში ეხმარება. თუკი აღნიშნული მრუდები ნორმაზე უფრო ღრმა ან არასწორი მიმართულებით ვითარდება, ამ მდგომარებას ხერხემლის გამრუდება ეწოდება. ყველაზე ხშირი ხერხემლის გამრუდების 3 ფორმაა:
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად, გამრუდების აღნიშნული ფორმები ცალკე იშვიათია და ისინი უხშირესად კომბინირებულად ვითარდება.
მოსახლეობაში ხერხემლის დეფორმაციები საკმაოდ ხშირია, თუმცა ძირითადად მსუბუქი ფორმით არის, პრობლემებს არ იწვევს და შესაბამისად, შეუმჩნეველი რჩება. უფრო მძიმე ფორმები კი შედარებით იშვიათია და გარეგნულად შესამჩნევ სხეულის დეფორმაციასთან ერთად სხვადასხვა სიმპტომებით გამოვლინდება, როგორიცაა ტკივილი, დისკომფორტის ან დაღლილობის შეგრძნება ზურგის არეში, გარკვეული მოძრაობების შეზღუდვა. გარდა ამისა, მან შინაგანი ორგანოების ნორმალურ მუშაობას შეიძლება შეუშალოს ხელი და ამ თვალსაზრისითაც საყურადღებოა.
ხერხემლის გამრუდების უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის, თანდაყოლილი დეფორმაცია, კუნთის, ნერვის, სახსრების ან ძვლის სხვადასხვა პათოლოგია ან ტრავმული დაზიანება, არასწორი პოზა, ჭარბი წონა და სხვა. თუმცა ხერხემლის გამრუდების ყველაზე ხშირი ფორმის - მოზარდთა სკოლიოზის მიზეზი დღესდღეისობით უცნობი რჩება. ზოგიერთ შემთხვევაში ის ოჯახურ ხასიათს ატარებს და და 5-8-ჯერ უფრო ხშირია მოზარდ გოგონებში. გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი გამრუდების მიზეზი უცნობია, მისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია. მაგრამ შესაძლებელია მისი დროული გამოვლენა და მიხედვა.
მოზარდთა სქოლიოზი ერთბაშად არ ვითარდება, არამედ თანდათანობით და როგორც წესი, მოზარდობის ასაკში ხდება გამოხატული, როდესაც ორგანიზმის ზრდა განსაკუთრებით დაჩქარებულია. სქოლიოზის დროულ გამოვლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრეული გამოვლენის შემთხვევაში მეთვალყურეობა ან მკურნალობა მხოლოდ კორსეტის გამოყენებით იფარგლება. შორს წასულ შემთხვევაში კი უკვე ქირურიგიული ჩარევა ხდება საჭირო. თუკი მოზარდობის ასაკში სქოლიოზი უმეთვალყურეოდ დარჩა, ასაკთან ერთან ის ღრმავდება. ეს კი კოსმეტიკური დისკომფორტის გარდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხერხემლის ტკივილს და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებასაც იწვევს.
ზოგიერთი ნიშანი რაც ხერხემლის გამრუდებას ახასიათებს და რასაც ყურადღება უნდა მიექცეს მდგომარეობის დროულად გამოსავლენად, არის:
სქოლიოზის მკურნალობა მის მდებარეობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. როგორც ზემოთ ითქვა, ზოგჯერ ინიშნება მხოლოდ მეთვალყურეობა, ზოგ შემთხვევაში კი საჭიროა კორსეტის გამოყენება. კორსეტი პლასტმასის მოწყობილობაა, რომელიც უზრუნველყოფს ხერხემლი სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას და ზრდის პროცესში ცდილობს გაასწოროს სქოლიოზი. სიტუაციიდან გამომდინარე ბავშვს მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთებში ან მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დასჭირდეს მისი ტარება. რაც შეეხება ვარჯიშებს და მასაჟებს, ისინი ზოგადად რეკომენდებულია ხერხემლის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ კონკრეტაულად სქოლიოზის გამოსწორების თვალსაზრისით ეფექტურობა დადასტურებული არ აქვს.
მძიმე სქოლიოზის შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რომლის დროსაც სპეციალური მავთულების, ჩხირების, კაუჭების ჩადგმის გზით ხდება დეფორმაციის გასწორება. ოპეარაციის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში პაციენტს ასევე სჭირდება კორსეტის გამოყენება.
ამრიგად, მოზარდობის ასაკი კრიტიკულია ხერხემლის დეფორმაციის ყველაზე ხშირი ფორმის - სქოლიოზის განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ ამ ასაკში მშობელს განაკუთრებული ყურადღება მართებს, რომ მდგომარეობა მხედეველობის მიღმა არ დარჩეს და შედარებით მსუბუქი მეთოდებით პრობლემის გამოსწორება მოხერხდეს.