
ნაბახუსევი სხვადასხვა სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც ვითარდება ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემდგომ და ხშირად 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ნაბახუსევის სიმპტომები ყოველთვის მეორე დღეს ვლინდება, როდესაც ალკოჰოლი სისხლში თითქმის ნულის ტოლი ხდება. მისი სიმძიმე დამოკიდებულია მიღებული ალკოჰოლის სახეობასა და რაოდენობაზე.
ნაბახუსევისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
როდესაც ნაბახუსევი ხშირია, შესაძლებელია განვითარდეს ალკოჰოლური აბსტინენცია (ალკოჰოლური შიმშილის მდგომარეობა). ამ დროს არსებული სიმპტომები მიუთითებს ალკოჰოლურ მოწამვლაზე და აუცილებელად საჭიროებს ექიმის კონსულტაციას. ესენია:
ალკოჰოლის ჭარბად მიღება განაპირობებს შემდეგ მდგომარეობებს:
შარდის ჭარბად გამოყოფას - რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოება, მოჰყვეს წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა.
ანთებით პროცესს - იმუნური სისტემა გამოიმუშავებს სპეციფიურ აგენტებს, რომლებიც იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერების პრობლემა, მადის დაქვეითება და ყოველდღიური აქტივობის მიმართ ინეტერესის დაკარგვა.
აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს - ზრდის კუჭის მჟავიანობას და აფერხებს კუჭის შიგთავსის დაცლას. რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება.
სისხლში აქვეითებს გლუკოზის დონეს - რაც თავის მხრივ განაპირობებს დაღლილობის შეგრძნებას და კანკალს, ზოგად სისუსტეს, ხასიათის უეცარ ცვლილებას, ზოგჯერ კრუნჩხვებს.
აფართოებს სისხლძარღვებს - რის შედეგადაც ვითარდება თავის ტკივილი.
ძილიანობა - თუმცა ძილის ხარისხი დაქვეითებულია, რაც ტოვებს სიმთვრალის და დაღლილობის შეგრძნებას.
ნაბახუსევი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება. სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმელის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით ხშირად ნაბახუსევს იწვევს შემდეგი ფაქტორები:
კონგენერები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი მუქი ფერის სასმელში (კონიაკი, შოტლანდიური ვისკი, ბურბონი, ტეკილა, მუქი ფერის ლუდი, წითელი ღვინო) ვიდრე გამჭვირვალე ფერის სასმელში (არაყი, თეთრი ფერის ლუდი, ჯინი). თუმცა ნებისმიერი სასმელის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაბახუსევი.
ნაბახუსევის შესამსუბუქებლად აუცილებელია წახემსება მსუბუქი საკვებით, როგორიცაა ორცხობილა და კრეკერები (სისხლში არეგულირებს გლუკოზის დონეს). წყლის ან წვენების მიღება, რათა არ განვითარდეს გაუწყლოება. ბულიონი ეხმარება ორგანიზმს დაკარგული კალიუმის და მარილის აღდგენაში. თავის ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებლის მიღება. ხშირად ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, აცეტამინოფენის თუნდაც რეკომენდებული დოზით მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის დაზიანება. ძილი ასევე ეხმარება ორგანიზმს ნაბახუსევის სიმპტომების მოხსნაში. ნაბახუსევზე ყავის დიდი რაოდენობით მიღება არაა რეკომენდებული, იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას და მდგომარეობის გაუარესებას.
მაშასადამე, იმისთვის რომ ორგანიზმი დაზოგოთ ისეთი სიმპტომებისგან, რომელიც დამახასიათებელია ნაბახუსევისათვის, უმჯობესია მხოლოდ ერთი სახეობის ალკოჰოლის ზომიერი და ნელ-ნელა მიღება, აუცილებელია საკვებთან ერთად და არა ცარიელ კუჭზე. ასევე ალკოჰოლთან ერთად ცოტ-ცოტა წყლის მიღებაც, რაც ამცირებს ორგანიზმის გაუწყლოებას.