
„ღორის გრიპი“ ვირუსული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია H1N1 ტიპის ვირუსით. სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად, ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით - ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებულ საგანთან შეხებით და შემდგომში პირთან, ცხვირთან ან თვალთან ხელის მოხვედრისას. H1N1 ხასიათდება ცხელებით, რესპირატორული სინდრომით და მძიმე მიმდინარეობით, შესაძლებელია დასრულდეს ლეტალური გამოსავალითაც კი. H1N1 ვირუსი განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი რისკის ჯგუფებში, რომელთაც მიეკუთვნებიან :
H1N1 ვირუსი არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის ღორის ხორცით. ვირუსი იღუპება 75°-100° C-ზე ტემპერატურაზე. კვლევებით დადგინდა, რომ ვირუსი თავის სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს რაიმე ზედაპირზე 2-8 სთ-ის განმავლობაში.
ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავდებული ან ვირუსის მტარებელი ადამიანი. ვირუსი ვრცელდება სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე ან ავადმყოფობის პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში.
H1N1 გრიპის ვირუსის სიმპტომები ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსია. ინკუბაციური პერიოდი (პერიოდი ინფიცირებიდან პირველი ჩივილის გამოვლენამდე) გრძელდება 24 სთ-დან საშუალოდ ოთხი დღე, ზოგჯერ კვირაც. ავადმყოფს აწუხებს:
ასევე ვლინდება რესპირატორული სინდრომი (მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, უჰაერობის შეგრძნება). სეზონური გრიპის ვირუსისგან განსხვავებით თავს იჩენს დისპეპსიური სინდრომი - ხშირი ღებინება, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები. დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში ყველაზე საშიშ გართულებას პნევმონია (ფილტვების ანთება) წარმოადგენს, რომელიც თავს იჩენს ადრეულ სტადიაზე (დაავადებიდან 2-3 დღეს). მსგავსი გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, რათა მოხდეს ფილტვების მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში რენტგენის გადაღება. გრიპის კონკრეტული ვირუსის ტიპის ან ქვეტიპის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით.
მკურნალობა: მედიკამენტოზური მკურნალობისას ძირითადად გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები, ოსელტამივირი (ტამიფლუ) და ზანამავირი (რელენზა). ხშირად ინიშნება დაავადების პირველ-მეორე დღესვე, რათა შემცირდეს დაავადების სიმძიმე და გართულებების რისკი. რეკომენდებული არაა ანტიბიოტიკების მიღება, რადგან ვირუსის დროს ანტიბიოტიკით მკურნალობა არაეფექტურია. ასევე მაღალი ტემპერატურის დროს ასპირინის ნაცვლად უმჯობესია გამოყენებული იყოს პარაცეტამოლი, იბუპროფენი (ასპირინი ზრდის რეის სინდრომის განვითარების რისკს - ხასიათდება ტვინის შეშუპებით, ღვიძლის დაზიანებით). ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია.
პრევენციული ღონისძიებები - ნებისმიერიი გრიპის ვირუსის დროს რეკომენდებულია:
მაშასადამე გრიპის ვირუსი განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულებში, დიაბეტით დაავადებულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ პრობლემების მქონე პირებში, მათ ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ემფიზემა (ფილტვების დაავადება, რომელიც სუნთქვის დარღვევით და ფილტვებში აიროვანი ცვლის შეფერხებით ვლინდება). H1N1 გრიპის ვირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი გართულებები.