
ახალ წელს ყველას ოჯახში საახალწლო სუფრის სამზადისია. ქართული სუფრა, როგორც წესი კერძების სიუხვით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას თავის ელფერს მატებს ქართული ტკბილეული, გოზინაყი, ჩურჩხელა. რაც არ უნდა ვეცადოთ,მაინც გვიწევს ყველაფრის დაგემოვნება, რაც თავისთავად არა მხოლოდ წონაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც აისახება. ამ დღეებში საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემა ზომაზე მეტად იტვირთება. ახალი წლის დღეებში მკვეთრად ირღვევა ენერგეტიკული ბალანსი. ასევე ორგანიზმის ფერმენტული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკვების გადამუშავებას. უხვი და მრავალფეროვანი საკვების მიღებისას ირღვევა ფერმენტული სისტემის აქტივობა. იცვლება ასევე კვების სწორი რეჟიმი, რომელიც ახალი წლის დღეებში დღის მეორე ნახევარში უფრო დატვირთულია, შესაბამისად საღამო საათებში საკვების მიღება იწვევს კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას. მატულობს ნაღვლის ბუშტის და სწორი ნაწლავის გართულება (წვა, სისხლდენა , ჰემოროიდული დაავადების - ბუასილის გართულება). ცხიმიანი საკვების და ალკოჰოლის ჭარბად მიღების შედეგად პანკრეატიტის გამწვავება აღწევს პიკს. განსაკუთრებით მავნებელია მაღალი კონცენტრაციის ალკოჰოლის ჭარბი მიღება ( არაყი, კონიაკი, ვისკი). სასურველია ნატურალური ღვინის ზომიერად მიღება.
რამდენიმე დღიანი გადაბმული საახალწლო სუფრის შემდეგ კუჭის არეში ჩნდება სიმძიმის შეგრძნება. განსაკუთრებით ის ვინც იმყოფებოდა მარხვაზე. ახალი წლის დღეებში (7 იანვრის შემდეგ, მარხვის დასრულებისას) მათი კუჭი და ღვიძლი ზომაზე მეტად იტვირთება, რადგან მარხვის პერიოდში ქვეითდება პანკრეასის მიერ (კუჭქვეშა ჯირკვალი) ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ცხოველური ცილების და ცხიმების გადამუშავებაში. ტრადიციული კვების რაციონს თანდათან უნდა დაუბრუნდეთ. მარხვის დასრულების პირველ დღეებში ორგანიზმს ესაჭიროება განსაკუთრებული კვება.უმჯობესია მიირთვათ მცირეოდენი პორციები ყოველ 2-3 საათში ერთხელ. სასურველია პირველი ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავოთ ძროხის და ღორის ხორცისგან. რეკომენდებულია კანგაცლილი ქათმის ან ინდაურის ხორცი.
დიდი რაოდენობით ნიგვზიანი კერძების თუ ტკბილეულის მიღება იწვევს ნაღვლის ბუშტის და საჭმლის-მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას. რადგან ნიგვზიანები მიიჩნევა რთულად მოსანელებელ საკვებად.
რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თავი აარიდოთ იმ სირთულეებს რაც ახლავს სადღესასწაულო სუფრას:
ამრიგად, სადღესასწაულო სუფრაზე შესაძლებელია ყველაფრის დაგემოვნება, მთავარია გათვალისწინებული იყოს მიღებული საკვების პორციული რაოდენობა. სადღესასწაულო მარათონის შემდეგ კი ორგანიზმის განტვირთვის მიზნით სასურველია რამდენიმე დღე მსუბუქი საკვების მიღება (ბოსტნეული, ხილი, იოგურტი, მაწონი და ა.შ).