
სექს თერაპია ფსიქოთერაპიის სახეობაა, რომელიც ხორციელდება ფსიქოლოგის, თერაპევტის ან ისეთი ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ, რომელიც მზადაა გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვას სექსუალურ პრობლემებზე. სექს თერაპია ეხმარება ადამიანებს არა მხოლოდ სექსუალური პრობლემების, არამედ წყვილის ურთიერთობის საკითხების მოგვარებაშიც. სექს თერაპია იძლევა რეკომენდაციას თუ როგორ უნდა შეიცვალოს სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებული ქცევა, რომ
სექს თერაპიის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა :
თავდაპირველად შესაძლოა უხერხული იყოს საუბარი სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა კვალიფიციური სამედიცინო თერაპევტი ღია საუბრისას ზუსტ რეკომენდაციას იძლევა ამ საკითხებზე. თერაპიის საშუალებით შესაძლებელი ხდება პრობლემების სიზუსტით გადმოცემა, უკეთ ხდება როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის სექსუალური მოთხოვნილებების გაგება.
სექს თერაპევტი ხშირად იძლევა სხვადასხვა რეკომენდაციას. ზოგიერთ შემთხვევაში წყვილები საჭიროებენ სექსუალური დავალებების შესრულებას, მაგალითად:
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გამოწვეულია სტრესით, შფოთით, დეპრესიით და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში ფუნქციის დარღვევა გამოწვეულია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, პრეპარატების გვერდითი ეფექტებით, ქირურგიული ჩარევით ან ორგანიზმის ბიოლოგიური დაბერებით.
ამრიგად, სექს თერაპია საჭიროებს ნდობის ჩამოყალიბებას თერაპევტსა და პაციენტს შორის, რათა მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. თოთოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სექსუალური პრობლემების დაძლევაში.