ხასიათობრივი აფეთქება ბავშვებში - როგორ შეიძლება სიტუაციის მართვა?
ხასიათობრივი აფეთქება ბავშვებში - როგორ შეიძლება სიტუაციის მართვა?
allmedic
ხასიათობრივი აფეთქება ბავშვებში - როგორ შეიძლება სიტუაციის მართვა?
ხასიათობრივი აფეთქება ბავშვებში - როგორ შეიძლება სიტუაციის მართვა?

მშობელი და ბავშვი საყიდლებზე იმყოფებიან სუპერმრკეტში. ბავშვი შენიშნავს სათამაშოს, რომელიც მას ძალიან უნდა, მაგრამ მშობელს არ აქვს გეგმაში მისი შეძენა... უეცრად იწყება არცთუ ისე სახარბიელო სცენა, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში აქცევს მშობლსა და ბავშვს.

რატომ ვითარდება ხასიათობრივი აფეთქება ბავშვებში? რა ქმედებაა ამ დროს საუკეთესო  და როგორ შიძლება მისი თავიდან აცილება?

ხასიათობრივი აფეთქება ძირითადად ადრეული ასაკის - 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ და ეს არის მათი მხრიდან იმედგაცრუების გამოხატვის ფორმა. ბავშვი ამ დროს გადამეტებით ტირის, ყვირის, ხელ-ფეხს იქნევს, იატკს, კედელს ან ვინმეს ურტყამს. იმედგაცრუების ამ სახით გამოხატვის ერთ-ერთი მიზეზი კი მათი უუნარობაა დაასრულონ გარკვეული ქმედება, მაგალითად, სიტყვებით გადმოსცენ თავიანთი განწყობა და სურვილი. ეს უკანასკნელი კი არასაკმარისად განვითარებული ლექსიკონის შედეგი შეიძლება იყოს.  თუკი ბავშვს წყურია, შია ან დაღლილია მისი იმედგაცრუების ზღვარი კიდევ უფრო ქვევით იწევს და ხასიათობრივი აფეთქების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება.

ხასიათობრივი აფეთების დროს მშობლის მხრიდან საუკეთესო ქმედება სიმშვიდის შენარჩუნება და ბავშვის ქცევის იგნორირებაა. ასევე შესაძლებელია ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა. თუ ბავშვი ხასიათობრივი აფეთქების დროს ვინმეს ურტყამს ან საკუთარ თავს აყენებს ზიანს, დაიჭირეთ ის ვიდრე დამშვიდდება. დამშვიდების შემდეგ აუხსენით, რომ ამ გზით თქვენს ყურადღებას ვერ მიიბყრობს, რომ თქვენ მას უკეთესად გაუგებთ თუ ის სიტყვიერად გადმოგცემთ თავის განწყობას. თუკი თქვენ ხასიათობრივი აფეთქების შესაჩერებლად გააკეთებთ იმას, რაც ბავშვს უნდა (მაგალითად უყიდით მისთვის სასურველ სათამაშოს), ის მომავალში მსგავს ქცევას გაიმეორებს.

ხასიათობრივი აფეთქების განმეორების თავიდან ასაცილებლად სასურველია:

ბავშვი გარკვეულ რეჟიმს მისდევდეს, რომ იცოდეს რას ელოდეს, როდის უნდა დაიძინოს, ითამაშოს, ჭამოს და ასე შემდეგ.

ბავშვისათვის შედარებით უჩვეულო ქმედების შესრულებისას (მაგალითად, საყიდლებზე წასვლა, რასაც მასთან ერთად ხშირად არ აკეთებთ), შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა ის მაძღარია და დაღლილი არ არის. თუკი იცით რომ ლოდინი, მაგალითად, რიგში დგომა მოგიწევთ, თან წაიღეთ სათამაშო ან წასახემსებელი, რითაც მას დააინტერესებთ და გაართობთ.

წაახალისეთ შვილი გამოიყენოს სიტყვები, რომლებიც განწყობის გამოხატვაში დაეხმარება (მაგ.: „მე მინდა“, „მეტი“, „მწყურია“, მტკივა“, „დავიღალე“). გახსოვდეთ, რომ ამ ასაკის ბავშვებს მეტი ესმით ვიდრე შეუძლიათ თქვან, ამიტომ თუ ის ჯერ არ ლაპარაკობს, ან გაურკვევლად ლაპარაკობს, ასწავლეთ მინიშნებების გაკეთება, რომლითაც შეძლებს სათქმელის გამოხატვას.

მოერიდეთ უთხრათ ბავშვს ყველაფერზე „არა“. იმისათვის რომ ბავშვს დარჩეს იმის შეგრძნება, რომ თვითონ აკონტროლებს სიტუაციას, მიეცით არჩევანის გაკეთების საშუალება. მაგალითად: „წითელ მაისურს ჩაიცვამ თუ ლურჯს?““ წიგნი წავიკითხოთ თუ კუბიკებით სახლი ავაშენოთ?“ და ასე შემდეგ.

ყოველთვის შეაქეთ კარგი საქციელისთვის.  გაამახვილეთ ყურადღება, შეაქეთ, აღნიშნეთ როდესაც ბავშვი კარგად იქცევა. ჩაეხუტეთ ან უთხარით როგორ ამაყობთ, როდესაც ის თქვენს ნათქვამს ასრულებს.

თავიდან აიცილეთ სიტუაციები, რომლებიც იცით, რომ ხასიათობრივ აფეთქებას გამოიწვევს. ნუ მისცემთ ასაკისათვის შეუფერებელ სათამაშოებს, ნუ წაიყვანთ ასაკისათვის შეუფერებელ  ადგილას.

თუ ბავშვის ხსიათობრივი აფეთქება უფრო ხშირი, ინტენსიური და უმართავი ხდება, გამოიყენეთ „ტაიმ-აუტის“ ანუ იზოლაციის მეთოდი. შეარჩიეთ ადგილი, რომელიც მოსაწყენია და ხასიათობრივი აფეთქების შემთხვევაში ბავშვი ამ ადგილას დააყენეთ დამშვიდებამდე. დამშვიდების შემდეგ აუხსენით რატომ გააკეთეთ ასე და რატომ იყო მისი საქციელი შეუფერებელი. „ტაიმ-აუტის“ შემდეგ აუცილებლად გააგრძელეთ ის საქმიანობა, რასაც მანამდე აკეთებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ისწავლის, რომ ხასიათობრივი აფეთქებით მას შეუძლია სიტუაცია გარკვეულწილად მართოს (მაგალითად, არ უნდა მაღაზიაში ყოფნა და ხასიათობრივი აფეთქების შემდეგ მშობელი მას იქიდან წამოიყვანს). ნუ გამოიყენებთ „ტაიმ-აუტს“ ძალიან ხშირად, წინააღმდეგ შემთხვევაშ ის არაეფექტური იქნება.

როდის არის საჭირო პროფესიონალის დახმარება?                                                      

ხასიათობრივი აფეთქება, როგორც წესი, 3.5 წლამდე გრძელდება, შემდეგ თანდათან იკლებს, მაგრამ თუკი ისევ გრძელდება, კიდევ უფრო მძიმდება ან ბავშვი სერიოზულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს, დახმარებისათვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ექიმი გამოიკვლევს იმ  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ხასიათობრივ აფეთქებებს იწვევს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგთან მიგმართავთ. ადრეული ჩარევა სკოლის პერიოდში ქცევის პრობლემებს აგარიდებთ თავს და დაეხმარება ბავშვს სკოლის პერიოდში წარმატებული იყოს. 

allmedic