
საშარდე სისტემის კენჭოვანი დაავადება ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც საშარდე სისტემაში მკვრივი მინერალურ წარმონაქმნები ჩნდება. კენჭების წარმოქმნის კონკრეტული მიზეზები ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მის განვითარებას ხელს უწყობს, ესენია: სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ცილის, მარილის და შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი საკვები პროდუქტების მოხმარება, ჭარბი წონა, ჭარბი წონის მკურნალობის მიზნით კუჭზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, ნაწლავების ანთებითი დაავადება, ქრონიკული ფაღარათი, ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, გარკვეული მედიკამენტების მოხმარება და საშარდე სისტემის ზოგიერთი ინფექცია.
საშარდე სისტემის კენჭოვანი დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვლინდება, თუ კენჭი მოძრაობას და შარდის ბუშტისკენ გადაადგილდებას იწყებს ან ინფექციით რთულდება. ამ დროს ჩნდება ისეთი სიმტოპები, როგორიცაა:
ტკივილის ადგილმდებარეობა შეიძლება შეიცვალოს თუკი კენჭი მოძრაობას განაგრძობს საშარდე გზებში.
ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა საჭიროა თუკი:
დიაგნოზის დასასმელად ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ინიშნება.
მკურნალობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კენჭის ზომასა და პაციენტის მდგომარეობაზე. მცირე ზომის კენჭის შემთხვევაში ინიშნება მკურნალობა და რეჟიმი, რომელიც კენჭის თვითნებურ გამოდინებას უწყობს ხელს. ეს გულისხმობს სითხის დიდი რაოდენობით მიღებას - დღეში 2-3 ლიტრი, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების (იბუპროფენი, პარაცეტამოლი) და ზოგჯერ, საშარდე გზების გასაფართოვებელი სპეციალური მედიკამენტების გამოყენებას. დიდი ზომის კენჭის შემთხვევაში კი მის ულტრაბგერით დაშლას (ლითოტრიფსია), ქირურგიული ან ენდოსკოპიური გზით მის ამოღებას მიმართავენ.
მკურნალობის შემდეგ კენჭის განმეორებით წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, კერძოდ სითხის დიდი რაოდენობით მიღება (რათა ყოველდღიურად 2,5 ლ შარდის გამოყოფა ხდებოდეს) და გარკვეული კვების პროდუქტების შეზღუდვა საკვებ რაციონში. დიეტის ხასიათი იმ კენჭის შემადგენლობაზეა დამოკიდებული, რომლის წარმოქმნისკენაც პაციენტს მიდრეკილება აქვს: კალციუმის ოქსალატების წარმოქმნისადმი მიდრეკილების შემთხვევაში ოქსალატების დიდი რაოდენობით შემცველი საკვები პროდუქტების მიღება უნდა შემცირდეს, ასეთებია: თხილი, ჩაი, შოკოლადი, მუხუდო, ჭარხალი. ასევე იზღუდება სუფრის მარილის შემცველობა საკვებში, ვინაიდან ის თირკმლის მიერ გამოსაყოფი კალციუმის რაოდენობას ზრდის და ამ უკანასკნელის დაგროვებას უწყობს ხელს. ასევე იკრძალება კალციუმის შემცველი კვებითი დანამატები, მაგრამ არა კალციუმით მდიდარი საკვები პროდუქტები. ამ უკანასკნელის შეზღუდვა ზოგჯერ პირიქით ასტიმულირებს კალციუმის კენჭების წარმოქმნას. შარდმჟვა კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილების შემთხვევაში საკვებ რაციონში ცილით მდიდარი საკვების (ხორცის პროდუქტები) მოხმარება მცირდება.
ზოგიერთ შემთხვევაში კენჭის განმეორებით წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად სპეციალური მედიკამეტები გამოიყენება. აღნიშნული მედიკამენტები, ბუნებრივია, ექიმის მიერ ინდივიდუალურად, საჭიროებებიდან გამომდინარე ინიშნება.