ქალის პრეზერვატივი - მათი მოხმარების წესი
ქალის პრეზერვატივი - მათი მოხმარების წესი
allmedic
ქალის პრეზერვატივი - მათი მოხმარების წესი
ქალის პრეზერვატივი - მათი მოხმარების წესი

ქალის პრეზერვატივი - ჩასახვის საწინააღმდეგო  საშუალებაა, რომელიც ასრულებს სპერმის შეფერხების ბარიერულ ფუნქციას,  რის შედეგადაც ისინი ვერ ხვდებიან საშვილოსნოს მილებში, სადაც ხდება განაყოფიერება. ქალის პრეზერვატივი იცავს  არა მხოლოდ ორსულობისგან, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან.

 

  • ქალის პრეზერვატივის მოხმარება შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
  • შესაძლებელია მათი გაჩერება 8-10 საათი, შესაბამისად მისი ხანგრძლივი გამოყენების ფუნქციიდან გამომდინარე არ საჭიროებს გამოცვლას სქესობრივ აქტებს შორის.
  • სქესობრივი კონტაქტისას არ ქვეითდება მგრძნობელობა  თავისი თხელი კედლებიდან გამომდინარე.
  • შეიძლება მათი გამოყენება მენსტრუაციის პერიოდშიც, ასევე ორსულობის ან მის შემდგომ პერიოდში.
  • ქალის პრეზერვატივის ჩადგმა არ საჭიროებს პარტნიორის დახმარებას.
  • მამაკაცის ერექციის დაკარგვის შემთხვევაში ქალის პრეზერვატივი რჩება ვაგინაში (საშოში).
  • ლატექსისაგან განსხვავებით (რომლითაც ხშირად დამზადებულია მამაკაცის პრეზერვატივი) ქალის პრეზერვატივი ძირითადად პოლიურეთანული ან სინთეტიური ლატექსისაა, შესაბამისად იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ქალის პრეზერვატივის გამოყენებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის სწორად მოთავსებას. მას ორივე მხარეს (თავსა და ბოლოში) გააჩნია რგოლი. პრეზერვატივი, დახურული რგოლის ბოლოთი  მაქსიმალურად ღრმად თავსდება საშოში, რათა გადაფაროს საშვილოსნოს ყელი, ხოლო ღია რგოლი 2.5 სმ-ით რჩება სასქესო ბაგეების გარეთ.   სქესობრივი კონტაქტისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ მამაკაცის სასქესო ორგანო მოთავსდეს არა პრეზერვატივისა და საშოს შორის, არამედ უშუალოდ ქალის პრეზერვატივის შიგნით. სქესობრივი კონტაქტის დასრულებისას, პრეზერვატივის გარეთა რგოლი  გადაგრეხილი უნდა იქნეს რათა სპერმა მთლიანად მოთავსებული იყოს პრეზერვატივის შიგნით, ბოლოს ფრთხილად იქნეს გამოღებული პრეზერვატივი, რომელიც უნდა გადააგდოთ მხოლოდ და მხოლოდ ნაგვის ყუთში.

ქალის პრეზერვატივი საშოში მოთავსებისას ხშირად იწვევს დისკომფორტს, წვის და ქავილის შეგრძნებას. ზოგჯერ აღინიშნება გამონაყარი. ზოგიერთ შემთხვევაში  შეუძლებელია მათი გამოყენება მომატებული მგრძნობელობისა და  ვაგინალური (საშოს) ანომალიების შემთხვევაში;

არაა რეკომედებული  მამაკაცის და ქალის პრეზერვატივის ერთდროული გამოყენება, რადგან შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტისას ერთმანეთში გასრიალდეს, ასევე მიზანშეწონილი არაა მათი განმეორებითი გამოყენება.

ამრიგად მათი სათანადო გამოყენებისათვის აუილებელია ექიმთან კონსულტაცია. რადგან ნებისმიერი ბარიერული თავდაცვის საშუალების შერჩევა ხდება ყველა წყვილისთვის ინდივიდუალურად. 

allmedic