
C ჰეპატიტი სისხლის გზით გადამდები ვირუსია, რომლითაც ძირითადად ინფიცირდება ღვიძლის უჯრედები, იწვევს მის ანთებას და მნიშვნელოვან დაზიანებასაც კი.
C ჰეპატიტით ინფიცირება ხდება :
დაავადება ხასიათდება მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობით, ინკუბაციური პერიოდი (დაინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე) 2 კვირიდან 6 თვემდე გრძელდება, ინფიცირებულ ადამიანთა 70-85%-ს სიმპტომები არ აღინიშნება. ხოლო შემთხვევათა 30-25 %-ში შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახის სიმპტომები :
სქესობრივი კონტაქტისას С ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების რისკი მაღალია იმ პირებში, რომლებიც ხშირად იცვლიან პარტნიორს. ნებისმიერი სქესობრივი კონტაქტი, რომელიც იწვევს დაბეჟილობას, ნახეთქებს ან სხვა მიკრო ტრავმებს, ზრდის C ჰეპატიტით ინფიცირების რისკს. ასევეა სქესობრივი კავშირი მენსტრუაციის დროს, რომელიც ზრდის ვირუსის გადაცემის რისკს.
C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტისას რეკომენდებულია დაცვის ბარიერული საშუალებების გამოყენება (როგორც მამაკაცის ასევე ქალის ლატექსის პრეზერვატივი).
ხშირ შემთხვევაში C ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება, რის გამოც ეს ფაქტი პარტნიორისთვის რჩება უცნობი. სპეციალისტების რეკომენდაციით აუცილებელია, რომ C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანის პარტნიორი იყოს ინფორმირებული, რათა ერთობლივად მოხდეს ორივე მხარისათვის კომფორტული თავდაცვის საშუალების შერჩევა. როდესაც ინფიცირებული ადამიანი არ ამხელს დაავადების არსებობას, ამით ის დიდ საფრთხეს უქმნის საკუთარ პარტნიორს.
C ჰეპატიტის გადაცემის რისკი გაცილებით მაღალია მამაკაციდან ქალზე.
ასევე, თუკი ვირუსს თან ახლავს აივ-ინფექცია. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო თავდაცვის საშუალებების გამოყენება.
ვირუსის გადაცემის რისკი ბევრად დაბალია იმ პირებში, რომელთაც მუდმივი პარტნიორი ჰყავთ და სტაბილურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.
C ჰეპატიტი არ გადადის ჩახუტებით, ხელის ჩამორთმევით, ცემინების ან ხველის დროს. ასევე ვირუსი არ გადადის კოცნის დროს, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როდესაც უხეში, ღრმა კოცნისას, ტუჩზე არსებული ნახეთქის ან ლორწოვანის დარღვეული მთლიანობისას ნერწყვის მოხვედრით ხდება ინფიცირებული ადამიანიდან ვირუსის გადაცემა.
C ჰეპატიტის ყველაზე ხშირ და სერიოზულ გართულებას ღვიძლის ფიბროზი და ციროზი (ღვიძლში ნაწიბურების განვითარება) წარმოადგენს. შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის კიბო, რომელიც დაავადების ბოლო სტადიაა.
C ჰეპატიტის უსიმპტომო მიმდინარეობისას დაავადების გამოვლენის ერთადერთი საშუალებაა სისხლის ანალიზი, თავდაპირველად ტარდება თვისობრივი ანალიზი, რომლის მიხედვითაც ხდება C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა. ხოლო შემდგომ C ჰეპატიტის რაოდენობრივი ტესტები.
C ჰეპატიტით ინფიცერებულმა ადამიანმა უცილებელია მიიღოს დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ჩაიტაროს რეგულარული კონტროლი ღვიძლის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული კორექტივების შეტანა მისი ცხოვრების წესში. თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლისგან, რეკომენდებულია სპეციალური დიეტის დაცვა.
სასურველია ინფიცირებული ადამიანის პარტნიორი მუდმივად ხმარობდეს დაცვის ბარიერულ საშუალებას (პრეზერვატივს) და წელიწადში ერთხელ იტარებდეს გამოკვლევებს .