ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერული მეთოდები
ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერული მეთოდები
allmedic
ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერული მეთოდები
ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერული მეთოდები

ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეფციის) ბარიერული მეთოდები მექანიკურად აფერხებს სპერმის საშვილოსნოში მოხვედრას და ამ გზით ახდენს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტს.  აღნიშნული ეფექტის გასაძლიერებლად უმჯობესია მათი გამოყენება სპერმიციდებთან (ნივთიერება, რომელიც სპერმას კლავს) ერთად მოხდეს. ბარიერული მეთოდები ორივე სქესისთვის არსებობს. მათ მიეკუთვნება: დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ხუფი, ღრუბელი, მამაკაცის პრეზერვატივი და ქალის პრეზერვატივი. სპერმიციდები ქაფის, კრემის, ჟელეს, სანთლის ან ფირის სახით არსებობს. ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით ბარიერული საშუალებები და სპერმიციდები მხოლოდ სქესობრივი ურთერთკავშირის დროს გამოიყენება.

დიაფრაგმა

დიაფრაგმა დრეკადი, რეზინის ან სილიკონის აპკია, რომელიც საშოში თავსდება, რათა  საშვილოსნოს ყელი დაფაროს და მასში სპერმის მოხვედრა შეაფერხოს. მისი მოთავსება შესაძლებელია სქესობრივ აქტამდე ნებისმიერ დროს. ამოღება კი სქესობრივი აქტიდან მინიმუმ 6 საათის შემდეგ (მაგრამ არაუგვიანეს 30 საათისა) უნდა მოხდეს. მეთოდის ეფექტურობა 92-98%-ია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამოყენების ტექნიკის სისწორეზე. დიაფრაგმის უპირატესობა განმეორებით გამოყენების შესაძლებლობაა. უარყოფით მხარე კი ყოველი სქესობრივი აქტის დროს დამატებით სპერმიციდების გამოყენების (ნივთიერება, რომელიც სპერმას კლავს) საჭიროებაა. დიაფრაგმის სწორი ზომის და ვარიანტის შესარჩევად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ასევე საჭიროა ზომის პერიოდული (ყოველწლიური) კორექცია. ამ მეთოდის გამოყენებას შარდის ბუშტის ანთების განვითარების საშიშროება ახლავს. ის ვერ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან.

საშვილოსნოს ყელის ხუფი

ეს არის გუმბათის ფორმის ლატექსის ან სილიკონის აპკი. ის დიაფრაგმასთან შედარებით გაცილებით მცირე ზომისაა და საშვილოსნოს ყელთან მაქსიმალურად ახლოს თავსდება. მიმწოვი ძალის ზემოქმედებით ის საშვილოსნოს ყელს მჭიდროდ ეკვრის. საშვილოსნოს ყელის ხუფს სპეციალური ზონარი გააჩნია, რომელიც მის გამოსაღებად გამოიყენება. საშვილოსნოს ყელის ხუფის მოთავსება შეიძლება სქესობრივ აქტამდე 8 საათით ადრე და შესაძლოა 48 საათის განმავლობაში იქნას დატოვებული. საშვილოსნოს ყელის ხუფი სპერმიციდებთან ერთად გამოიყენება, თუმცა დიაფრაგმისაგან განსხვავებით სპერმიციდის ხელახალი გამოყენება ყოველი სქესობრივი აქტის წინ აუცილებელი არ არის. ერთჯერადად მოთავსებული სპერმიციდი საკმარისია. დიაფრაგმასთან შედარებით ის ტექნიკურად უფრო რთული მოსათავსებელია და სპეციალისტის კონსულტაციას საჭიროებს. მას მნიშნველოვანი უპირატესობა აქვს დიაფრაგმასთან შედარებით იმ ქალბატონებში, რომელთაც კუნთების დაბალი ტონუსი აქვთ. ხუფი ვერ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან. მეთოდის ეფექტურობა სწორი გამოყენების შემთხვევაში 80%-ს აღემატება.  

 

 

allmedic