
ორსულობა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია, ის უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. ორსულობა ხასიათდება თავისი სტადიებითა და თავისებურებებით.
ორსულობის პირველი ნიშნებია :
ჩამოთვლილთაგან ორსულობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ერთი ან რამდენიმე სიმპტომი. თუ სიმპტომები ძლიერ შემაწუხებელია, აუცილებელია ორსულმა მიმართოს მეან-გინეკოლოგს კონსულტაციისათვის.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც მატულობს პროგესტერონი და მცირდება ესტროგენების რაოდენობა, კანის ჯირკვლები არ გამოიმუშავებენ ცხიმს, შესაბამისად კანის ზედაპირზე აღარ ფორმირდება ლიპიდური (ცხიმოვანი) შრის საკმარისი რაოდენობა, კანი ხდება ძალზედ მგრძნობიარე, იქერცლება, აღინიშნება გამონაყარი. მზიან ამინდში რეკომენდებულია 30 SPF-ის ან მაღალი შემცველობით მზის დამცავი კრემების გამოყენება.
ამასთან ერთად, ჰორმონული ძვრები იწვევენ პიგმენტურ ცვლილებებს - მკერდის დვრილების, არეოლას და ჭიპის ხაზის გამუქებას. სახეზე შესაძლებელია გაჩნდეს პიგმენტური ლაქები.
ნერწყვდენა, გულისრევის შეგრძნება და ღებინება (ტოქსიკოზი)
ტოქსიკოზის ზუსტი მიზეზი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა. სავარაუდოდ მას ჰორმონული ცვლილებები იწვევს. ძირითადად იწყება ორსულობის მესამე კვირიდან. სიმპტომები მცირდება მე-13 ან მე-14 კვირის შემდეგ. ღებინების შესამცირებლად უმჯობესია ხშირი და პატარა პორციებით ჭამა, სითხის ჭარბად მიღება;
ექიმის კონსულტაცია და ანალიზები
აუცილებელია ორსულის რეგულარული ვიზიტი მეან-გინეკოლოგთან, რათა ჩაუტარდეს როგორც გინეკოლოგის ასევე საჭირო სპეციალისტის კონსულტაცია. ამასთან ერთად, სისხლის, შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ანალიზი რეზუსის და ჯგუფის განსასაზღვრად, საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა, სისხლის სეროლოგიური კვლევა აივ-შიდსის, ჰეპატიტის, სიფილისის გამოსარიცხად.
აბდომინური (მუცლის ზედაპირიდან) პირველი ექოსკოპია ტარდება მე-4 ან მე-5 კვირაზე, რომელიც იძლევა ორსულობის დადგენის ზუსტ ინფორმაციას (ნაყოფი არის თუ არა ღრუში). ასევე მე-11ან მე-12 კვირაზე აუცილებელია ჩატარდეს ექოსკოპია, რათა განისაზღვროს ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე (სკრინინგ-ტეტსტი დაუნის სინდრომის გამოსავლენად). სხვა დამატებითი ექოსკოპიური კვლევების საჭიროება და ინტენსივობა ისაზღვრება მეან-გინეკოლოგის მიერ.
ექოსკოპიურად ასევე ვლინდება საშვილოსნოს ტონუსი, რომელიც მაშინ არის საყურადღებო თუ თან სდევს ისეთი ჩივილები როგორიცაა: ბოქვენის მიდამოში დაჭიმულობის შეგრძნება, ტკივილი, დისკომფორტი. ამ შემთხვევაში აუცილებელია სათანადო რეჟიმის დაცვა და ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინება.
ამრიგად ორსულობის განმავლობაში, ქალი ყურადღებით უნდა იყოს ყველა ნიშნის თუ სიმპტომის მიმართ. ახდენდეს ნებისმიერი საკითხის შეთანხმებას მეან-გინეკოლოგთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები, რაც ნაყოფზე შეიძლება აისახოს უარყოფითად.