ორსული  და ჯანსაღი ცხოვრება
ორსული  და ჯანსაღი ცხოვრება
allmedic
ორსული  და ჯანსაღი ცხოვრება
ორსული და ჯანსაღი ცხოვრება

დედა ნაყოფის მიერ საკვების მიღების ერთადერთი წყაროა, ამიტომ ორსულობისას აუცილებელია სრულფასოვანი კვება. სწორედ დედის რაციონსა და დღის რეჟიმზეა დამოკიდებული ნაყოფის ჯანმრთელობა.

კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილით (მოხარშული ხორცით, რძის პროდუქტით), ასევე  უჯრედისით, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ყაბზობის თავიდან აცილებას (უჯრედისით მდიდარია  - ბრინჯი, ხილი, ბოსტნეული); ზღვის პროდუქტებში ცილის, რკინის და თუთიის შემცველობაა მაღალია, რაც ძალზედ სასარგებლოა ნაყოფისათვის. ასევე ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც უზრუნველყოფს ნაყოფის ტვინის განვითარებას. ზოგიერთი  ზღვის პროდუქტი (სამეფო სკუმბრია, ზვიგენი, ხმალთევზა) შეიცავს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს, რომელიც გროვდება სისხლში და ხელს უშლის ნაყოფის ნერვული სისტემის და თავის ტვინის განვითარებას. FDA-ის (კვების და წამლის სააგენტო) რეკომენდაციით კვირის განმავლობაში 340 გრ ზღვის პროდუქტია რეკომენდებული (რეკომედებული თევზებია - ორაგული, ქაფშია, ქაშაყი, სარდინები, კალმახი);

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) - ორსულობის დადგენისთანავე აუცილებელია მისი მიღება. იგი უზრუნველყოფს ნაყოფის ნერვული ქსოვილის ფორმირებას. ექიმის რეკომენდაციით განისაზღვრება ინდივიდუალური დოზირება. (მისი შემცველია თეთრი ლობიო, ბროკოლი, ისპანაჰი, მწვანე ლობიო).

ვიტამინი C – აძლიერებს  იმუნურ სისტემას, იცავს ორსულებს ინფექციებისაგან. C ვიტამინი ორგანიზმში არ გროვდება, აქედან გამომდინარე  მისი მიღება ყოველდრიურად შესაძლებელია (შეიცავს ციტრუსები, შავი მოცხარი, კივი).

ვიტამინი A - უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ განვითარებას, იცავს უჯრედებს ტოქსიური პროდუქტებისგან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობისთვის. (A ვიტამინით მდიდარია  - სტაფილო, გარგარი, ატამი, გოგრა, ნესვი, პამიდორი)

ვიტამინი D -  აუცილებელია ნაყოფის ძვალ-სახსროვანი სისტემის ფორმირებისათვის.

რკინა - მისი დეფიციტი იწვევს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ქსოვილების და ორგანოების ჟანგბადით მომარაგების გაუარესებას, შესაძლებელია განვითარდეს ნაყოფის ჰიპოქსია. (დიდი რაოდენობითაა კვერცხის გულში, მწვანილში და ხილში).

კალციუმი - აუცილებელია ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილის ჩამოსაყალიბებლად (კალციუმით მდიდარია რძის პროდუქტები, ყვავილოვანი კომბოსტო, ოხრახუში, მოცხარი, მარწყვი, ბალი, გარგარი). კალციუმის დღიური დოზა ორსულობისას 1000-1300 მგ-ია.  რათა ქალებში არ გაიზარდოს ოსტეოპოროზის რისკი (ძვლის მასის და სიმკვრივის შემცირება) აუცილებელია კალციუმის  სათანადო დღიური დოზა იყოს გათვალისწინებული, რადგან ბავშვი მაინც ღებულობს დედის ორგანიზმიდან (ძვლებიდან). მისი შეთვისება ხდება D ვიტამინით, ამიტომ რეკომენდებულია ორსულების მზიან ამინდში სეირნობა დღის განმავლობაში 1-1,5 სთ.

allmedic