ყავა და კოფეინი
ყავა და კოფეინი
allmedic
ყავა და კოფეინი
ყავა და კოფეინი

ყავის ისტორია ეთიოპიაში იწყება. თავდაპირველად ადამიანები ყავის ხის ფოთლებს  ღეჭავდნენ, რის შემდეგაც  ისინი თავს უფრო მხნედ და ფხიზლად გრძნობდნენ. მას შემდეგ  რაც მე-17 საუკუნეში მიაგნეს ყავის სწორად გამოყენების მეთოდს, ყავა იქცა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად. იგი არა მხოლოდ მასტიმულირებელი ეფექტით გამოირჩევა.  დღესდღეისობით მიმდინარეობს მრავალი კვლევა  მისი სხვა სასარგებლო თვისებების გამოსავლენად.

ყავა შეიცავს 1000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის  ფიტოკომპონენტებს (ანტიოქსიდანტები, ამცირებენ ანთებით პროცესს და ხელს უწყობენ უჯრედების ზრდას).  არსებობს ოთხი ძირითადი ფიტოკომპონენტი: ფენოლი (იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან), ქლოროგენული მჟავა (აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას; სისხლში ამცირებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონეს), ტოკოფეროლი (უზრუნველყოფს ნახშირწყლებისა და ლიპიდების სინთეზს; იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისაგან),  კოფეინს  ( ანტიოქსიდანტი -სტიმულატორი). 

ყავის ძირითადი შემადგენელი ნივთიერების - კოფეინის უმთავრესი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ მას გააჩნია ადენოზინის (ნერვული იმპულსის გამტარებელი თავის ტვინამდე) მსგავსი აგებულება. ადენოზინის დაკავშირება ტვინის რეცეპტორებთან იწვევს ძილიანობას და ცენტრალური ნერვული სისტემის მოდუნებას, რისი შედეგადაც სუსტდება ნერვული უჯრედების აქტიურობა. კოფეინი ადენოზინთან თავისი ქიმიური მსგავსებიდან გამომდინარე, უკავშირდება ტვინის რეცეპტორებს, აბლოკირებს ადენოზინის ძილის განმაპირობებელ  მოქმედებას და აჩქარებეს ნერვული უჯრედების აქტიურობას,  ყოველივე ეს განაპირობებს ნერვული სისტემის სტიმულირებას, ინფორმაციის მიმღებლობის, კონცენტრაციის, გონებრივი და შრომისუნარიანობის გაზრდას, დაღლილობის და ძილის სურვილის შემცირებას. კოფეინის სრულ შეწოვას ესაჭიროება 45 წუთი და ორგანიზმში რჩება რამდენიმე საათი.

ყავის შემადგენლობაში შედის ასევე მაგნიუმი და ქრომი, რომლებიც ხელს უწყობენ ინსულინის მოხმარებას (ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციას). ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. შესაბამისად ინარჩუნებს სისხლში გლუკოზის ოპტიმალურ  დონეს.

კვლევებით ასევე ნაჩვენები იქნა რომ დღეში 4-5 ჭიქა ყავა  20%-ით ამცირებს კანის კიბოს ყველაზე რთულ ფორმას - მელანომას. შესაძლებელია ეს განპირობებულია იმით, რომ კოფეინი იცავს კანის უჯრედებს ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებისაგან. თუმცა მელანომის რისკის შესამცირებლად მხოლოდ ყავა არ წარმოადგენს ერთადერთ თავდაცვას, მნიშვნელოვანია მზის დამცავი საცხების გამოყენება. ასევე ენდომეტრიუმის სიმსივნის შემთხვევაში ფიქრობენ რომ ყავა ახდენს ესტროგენების და პროგესტერონის ბალანსის ცვლილებას, ესტროგენების დონეს აქვეითებს ორგანიზმში.

allmedic