ალკოჰოლი
ალკოჰოლი
allmedic
ალკოჰოლი
ალკოჰოლი

ძველად  ალკოჰოლს როგორც გონების ქურდს ისე მოიხსენიებდნენ. მასში შემავალი ეთანოლი (სპირტი) წარმოადგენს თრობის ინგრედიენტს, რომლის  შეწოვა პირის ლორწოვანი გარსიდან  იწყება და სისხლში ძალიან სწრაფად ხვდება, შესაბამისად აღწევს ყველა ორგანოს.

ალკოჰოლი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება

კვლევებმა ცხადყო რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად ალკოჰოლური სასმელის ზომიერი მოხმარება,  განსაკუთრებით კი წითელი ღვინო, უპირატესობებით გამოირჩევა, რომლის შემადგენლობაში შემავალი რესვერატროლი (ანტიოქსიდანტი) სისხლში აქვეითებს დაბალი სიმკვივის ლიპოპროტეინებს (“ცუდი” ქოლესტერინი). სადილის დროს წითელი ღვინის ზომიერი მიღება უზრუნველყოფს სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის („კარგი“ ქოლესტერინი) დონის მატებას, ამავდროულად ამცირებს გულის ქრონიკულ დაავადებებს.

 ალკოჰოლის  ხანგრძლივი და ჭარბი გამოყენება იწვევს ჰიპერტენზიას (მაღალი არტერიული წნევა), გულის ნორმალური რითმის დარღვევას, გულის კუნთის მოდუნებას რაც განაპირობებს შემდგომში ალკოჰოლურ კარდიომიოპათიას, ინსულტს (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა), ხოლო  მოციმციმე არითმიის და გულის ქრონიკული უკმარისობის დროს ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი მათ შორის წითელი ღვინო არაა რეკომენდებული.

ალკოჰოლი და შაქრიანი დიაბეტი

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება აქვეითებს ინსულინის ეფექტურობას, რის საფუძველზეც ირღვევა გლუკოზისადმი ტოლერანტობა ან ვითარდება შაქრიანი დიაბეტი. თუმცა ასევე შესაძლებებლია გამოიწვიოს ინსულინის სეკრეციის გაზრდა და სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება, ჰიპოგლიკემია.  განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს ალკოჰოლის მიღება იმ პირთა მიერ, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი. აუცილებელია შაქრის კონტროლი ალკოჰოლის მიღებამდე და მიღების შემდეგ  (მცირე დოზის შემთხვევაშიც კი).

 

ალკოჰოლი და ფიზიკური დატვირთვა

ფიზიკური დატვირთვის დროს ალკოჰოლის მიღება არაა მიზანშეწონილი, რადგან ვარჯიშის შემდგომ სისხლში კლებულობს გლუკოზის დონე, ალკოჰოლის მიღება კი დამატებით აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს.

 

 

allmedic