ძუძუთი კვება
ძუძუთი კვება
allmedic
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება წარმოადგენს დაბადების შემდეგ დედასთან გაწყვეტილი ურთიერთობის ბუნებრივ გაგრძელებას. დღესდღეისობით მრავალი სახეობის ხელოვნური საკვები არსებობს. მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებისა, ისინი ვერ უთანაბრდებიან დედის რძეს, რომელიც წარმოადგენს უნიკალური თვისებით გაჯერებულ ბუნებრივ საკვებს.

დედის რძის შემადგენლობა

მშობიარობიდან პირველი 2-3 დღის განმავლობში სარძევე ჯირკვალი გამოიმუშავებს ე.წ. ხსენს, რომელიც არსებითად განსხვავდება მწიფე რძისგან თავისი შემადგენლობით და ცხიმიანობით. ხსენი მდიდარია ცილით, მიკროელემენტებით, ფერმენტებით და ცხიმში ხსნადი ვიტამინებით. 

ხსენის სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტები უზრუნველყოფენ ახალშობილის ზრდას და მისი ორგანიზმის ადაპტაციას. მაგალითად ბეტა-კაზეინ 7 (შეუცვლელი ამინომჟავა) მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე და უზრუნველყოფს ინტელექტის განვითარებას. ხსენში წარმოდგენილია ასევე ზრდის ფაქტორი, რომელიც აჩქარებს რეგენერაციის (აღდგენითი) და ზრდის პროცესს.

დედის რძე  არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვებია, არამედ დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. იცავს ბავშვს  როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური დაავადებებისა  და ალერგიებისაგან. მასში შემავალი დამცველობითი ფაქტორები, მზა ანტისხეულები, იცავს ორგანიზმის ყველაზე სუსტ ადგილებს, სადაც ადვილად ხვდება ინფექცია, როგორცაა ყელის ლორწოვანი გარსი, ფილტვები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.

 ხსენში შემავალი PRP (პოლიპროლინ-მდიდარი-პეპტიდი) - უზრუნველყოფს თიმუსის ჯირკვლის (მკერდუკანა ჯირკვალი - ახალშობილის იმუნური სისტემის განმსაზღვრელი) ოპტიმალურ ფუნქციონირებას.  გამოიმუშავებს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან T-ლიმფოციტებს, რომლებიც  ებრძვიან ვირუსს და ანტიგენებს (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება). შესაბამისად  აძლიერებს დასუსტებულ იმუნურ სისტემას.

ხსენი ათავისუფლებს ახალშობილის ნაწლავებს მეკონიუმისაგან (მუცლადყოფნის პერიოდში ნაწლავებში დაგროვილი შიგთავსი), რაც უზრუნველყოფს ახალშობილის სიყვითლის განვითარების რისკის მინიმიზაციას.

კვლევების შედეგად დადასტურდა რომ  დედის რძე იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად.  მაგალითად აღმოჩნდა, რომ ბავშვის ავადმყოფობისას დედის რძეში მატულობდა იმ კონკრეტული დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულები.

საკეისრო კვეთის დროს შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში რძე ჩადგეს დაგვიანებით, სწორედ ამიტომ აუცილებელია ბავშვის ხშირი მიყვანა ძუძუზე, რადგან დაჩქარდეს დედის რძის გამომუშავება.

allmedic