გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანცია - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანცია - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
allmedic
გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანცია - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანცია - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ცივი სეზონის დადგომასთან ერთად ჩვენ ხშირად ვაწყდებით მოწოდებებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რას წარმოადგენს გრიპის საწინააღმდეგო აცრა, როდის უნდა გაკეთდეს და ვის სჭირდება მისი ჩატარება.

რა არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გრიპის მკვდარი ვირუსებისაგან მზადდება და 3-4 ტიპის ვირუსს მოიცავს, რომელიც მეცნიერების აზრით მიმდინარე წელს ყველაზე მეტად გავრცელებული და საშიში იქნება. ორგანიზმში შეყვანიდან 2 კვირაში აცრა უკვე იწყებს ორგანიზმის დაცვას გრიპისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აცრა დაცვის 100%-იანი გარანტი ნამდვილად არ არის. ვაქცინა ყველაზე გავრცელებულ და საშიშ  ვირუსებს მოიცავს, მაგრამ თუკი აცრილ პირს  გრიპის ვირუსის სხვა ტიპი შეხვდა, ის დაავადდება.

როდის უნდა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო აცრა?

გრიპის სეზონი, როგორც წესი, ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რაც შეიძლება ადრე უნდა გაკეთდეს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრიპის აცრის გაკეთება არასოდესაა გვიანი სეზონის მიმდინარეობისას.

ვის სჭირდება გრიპის საწინააღმდეგო აცრა?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ზემოთ ასაკის ყველა პირმა უნდა ჩაიტაროს. თუმცა არსებობენ მაღალი რისკის მქონე პირები, რომელთათვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებლობას წარმოადგენს. მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება პირები, რომელთაც აქვთ:

  • ასთმა
  • დიაბეტი
  • ფილტვის ან გულის დაავადებები
  • ორსულები
  • 65 წელს ზევით ასაკის პირები
  • ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ან უვლიან მაღალი რისკის მქონე პირებს
  • 5 წლამდე, განსაკუთრებით კი 2 წლამდე ასაკის ბავშვები
  • დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირები - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) ან ავთვისებიანი დაავადება.

ზემოთ აღნიშნულ პირებში გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებების, მათ შორის, ფილტვების ანთების და სხვა სამედიცინო პრობლემების განვითარების რისკი მაღალია. აქედან გამომდინარე გრიპის საწინააღმდეო ვაქცინაციას განსაკუთრებით მაღალი რეკომენდაცია აქვს.

allmedic