
ცემინება, ხველა, მომატებული ტემპერატურა ცივი სეზონის უხშირესი და ამასთან საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომებია, მაგრამ როგორ გავიგოთ ეს გაციებაა თუ გრიპი? ამ ორი მდგომარეობის ერთმანეთისაგან განსხვავება მნიშვნელოვანია. ვინაიდან გაციება ნაკლებად სერიოზული პრობლემაა. გრიპი კი მნიშვნელოვან დისკომფორტთან და ზოგჯერ სერიოზულ გართულებებთანაც არის დაკავშირებული.
გაციება რამოდენიმე ასეული სახეობის ვირუსით შეიძლება იყოს გამოწვეული. ის როგორც წესი, 1 კვირაზე დიდხანს არ გრძელდება. ყელის ტკივილით იწყება და ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი და ხველა ახასიათებს. ცხელება იშვიათია და ძირითადად ბავშვთა ასაკში ვლინდება. მოზრდილებში კი სხეულის ტემპერატურა მხოლოდ მცირედ შეიძლება იყოს მომატებული. გაციება იშვიათად შეიძლება გართულდეს შუა ყურის ინფექციით.
გრიპი გრიპის ვირუსით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელიც გაციების მსგავსად, ყელის ტკივილით, ცხვირიდან გამონადენითა და ხველით ხასიათდება. თუმცა სიმპტომები უფრო მძიმეა. ამასთან უფრო ხშირია საერთო სისუსტე, ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი. გრიპმა ღებინება და ფაღარათიც შეიძლება გამოიწვიოს. სიმპტომები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდეც შეიძლება გაგრძელდეს. გრიპის უხშირესი გართულებები ცხვირის დანამატი ღრუების (სინუსიტი), ბრონქების ან ფილტვის ანთებაა. ეს უკანასკნელი ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმულ პირებში ვითარდება.
როგორ განვასხვავოთ გრიპისა და გაციების სიმპტომები |
||
სიმპტომები |
გაციება |
გრიპი |
ცხელება |
იშვიათად, ჩვეულებრივ მხუბუქი |
ჩვეულებრივ ახასიათებს >38-39◦C , გრძელდება 3-4 დღე |
თავის ტკივილი |
იშვიათი |
ხშირი |
კუნთების ტკივილი |
მსუბუქი |
ჩვეულია, ხშირად ძლიერ გამოხატული |
დაღლილობა, სისუსტე |
ხანდახან |
ჩვეულია, გრძელდება 2-3 კვირა |
ძლიერი გამოფიტვა |
არ ახასიათებს |
ჩვეულია, განსაკუთრებით დასაწყისში |
ცხვირით სუნთქვის გაძნელება |
ხშირი |
ხანდახან |
ცემინება |
ჩვეულია |
ხანდახან |
ყელის ტკივილი |
ხშირი |
ხანდახან |
დისკომფორტი გულმკერდის არეში, ხველა |
მსუბუქი-საშუალო |
ხშირია, შეიძლება დამძიმდეს |
გრიპისა და გაციების მკურნალობა სიმპტომების შემცირებას გულისხმობს, რისთვისაც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები გამოიყენება. გამონადენის შესამცირებლად და ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად ცხვირის წვეთებია ეფექტური. მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ აღნიშნული პრეპარატები ექიმის მიერ იყოს დანიშნული. ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატიც დანიშნოს. ვინაიდან დაავადებული პირი პირველი 3 დღის განმავლობაში გადამდებია, უმჯობესია ამ პერიოდის განმავლობაში შინ დარჩეს და შეზღუდოს კონტაქტი სხვა პირებთან.
ექიმთან მიმართვა აუცილებლად უნდა მოხდეს თუკი:
სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ მოხმობა შემდეგ შემთხვევებშია საჭირო:
ბავშვებში ზემოთ აღნიშნულს ემატება:
გრიპისა და გაციების გამომწვევი ვირუსები ორგანიზმში ცხვირის, თვალის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიდან შედის. აღნიშნულ ზედაპირებზე კი დაავადებულ პირთან კონტაქტით ან საკუთარი ხელის შეხებით ხვდება. ამიტომაც დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია: