რა იწვევს ექიმთან მისვლის შიშს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა იწვევს ექიმთან მისვლის შიშს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
allmedic
რა იწვევს ექიმთან მისვლის შიშს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა იწვევს ექიმთან მისვლის შიშს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა იწვევს ექიმთან მისვლის შიშს და როგორ გავუმკლავდეთ მას?

ფაქტია რომ კლინიკაში მისვლას ყველა ერიდება   სხვადასხვა „დამაჯერებელი“ მიზეზების გამო (გადაუდებელი სამუშაოები, სასწრაფოდ დასამთავრებელი რემონტი, არდადეგები, სამსახურიდან მივლინებები) - ყველაფერი ეს ბავშვობიდან  მოდის.  

პირველი სტრესი დგება მაშინ,  როცა ვიღაც უცხო, თეთრ ხალათში გამოწყობილი  აშორებს ახალშობილს დედას. ჩვენ ეს არ გვახსოვს, მაგრამ  მოგონებებში იბეჭდება. საავადმყოფო გვიქმნის დისკომფორტის შეგრძნებას. ამას აქვს მეცნიერული ახსნა - დაბადებისას მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა.

ადამიანში დარჩენილი ფსიქოლოგიური ტრავმა, ბავშობაში ექიმთან შეხვედრისას დარჩენილი უსიამოვნო გრძნობა, ღმერთმა არ ქნას და მშობლის მიერ ბავშვის დაშინება (დაიძინე თორე ექიმი მოვა,  გაკვეთილები გააკეთე თორე ექიმს დავურეკავ) უყალიბებს ადამიანს უნივერსალურ ფსიქოლოგიურ პრობლემას.

მე არ გაგაოცებთ თუ გეტყვით, რომ დიდ სიხარულს და აღტაცებას არ იწვევს  კლინიკაში წასვლა ვინმესთვის, თუნდაც ექიმისთვის. მაგრამ ადამიანი, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში არ არის ერთნაირი. ერთი ნახევარი იქცევა ბავშვურად, აქვს თავდაცვითი რეაქცია (წყვეტს დაავადებაზე ფიქრს, იზოლირებული ხდება, გაურბის უსიამოვნო პროცედურებს) . მეორე ნახევარი კი, როგორც კი რაიმე სიგნალს იგრძნობს , ესმის რომ მაშინვე უნდა წავიდეს ექიმთან, გაესინჯოს მას და თუ რამე აღმოაჩნდა იმკურნალოს.

საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საკუთარ ზრდასრულობაში დარწმუნება,  შიშის მიზეზების და წყაროების გაგება, ამის შემდეგ შესაძლებელია დაავადებსათნ გამკლავება. მე თქვენ გირჩევთ - სანამ ექიმთნ მიხვალთ დაივიწყეთ მსგავსი შიში, გადახარშეთ გონებაში. შემდგომ აიღეთ ტელეფონი და ჩაეწერეთ მასთნ ვიზიტზე. რეალურად არაფერია საშიში და ყველაფერი კარგად იქნება.

allmedic