ჰემოროიდული დაავადებების გამომწვევი მიზეზები
ჰემოროიდული დაავადებების გამომწვევი მიზეზები
allmedic
ჰემოროიდული დაავადებების გამომწვევი მიზეზები
ჰემოროიდული დაავადებების გამომწვევი მიზეზები
ჰემოროიდული დაავადებების გამომწვევი მიზეზები

უმეტესობა თვლის, რომ ჰემოროიდული დაავადებები აღენიშნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია მჯდომარე ცხოვრების წესთან. ეს მთლად სწორი არ არის, რადგან ეს არის ერთ - ერთი იმ ფაქტორთაგანი, რომელიც ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. მოდით შევხედოთ ჰემოროიდული დაავადებების  გამომწვევ ძირითად ფაქტორებს :

1. ზოგადად დაავადება დამახასიათებელია ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად  არააქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ;

2. ასევე აღნიშნავენ , რომ საფრთხეს წარმოადგენს დიდი და ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით საფრთხილოა მძიმე წონის აწევა ;

3. ჰემოროიდული დაავადების წინაპირობა შეიძლება გახდეს ჭარბწონიანობა და არაჯანსაღი კვება (მაგ. ცხარე საკვები, ალკოჰოლი, ყავა );

4. დაავადებები ღვიძლის, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის, ყაბზობა, დიარეა შეიძლება იყოს ჰემოროიდული დაავადებების ერთ - ერთი გამომწვევი მიზეზი ;

5. და რათქმაუნდა ჩვენს ემოციურ მდგომარეობას აქვს პირდაპირი კავშირი ჩვენს ჯანმრთელობასთან.  ამიტომ ბევრმა სტრესმა შეიძლება მიგვიყვანოს ამ უხერხულ დაავადებასთან.

გამომწვევი მიზეზების საკმაოდ დიდი სია გვაუწყებს, რომ უამრავ ადამიანს უწევს შეხება ამ დაავადებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ დროული მკურნალობა. ყოველწლიური ვიზიტი პროქტოლოგთან დაგეხმარებათ დაადგინოთ ჰემოროიდული დაავადება ადრეულ სტადიაში. ამის შემდეგ საკმაოდ ადვილი იქნება კონსერვატიული მკურნალობით პრობლემის მოგვარება.

ჰემოროიდული დაავადებების თავიდან ასაცილებლად არსებობს სამი მარტივი წესი :

1. შეცვალე ცხოვრების უმოძრაო წესი ყოველდღიური ხანმოკლე გასეირნებით ;

2. ივარჯიშე ზეწოლის და მძიმე წონის გარეშე;

3. იკვებე ჯანსაღად და რეჟიმით .

თუ შენიშნეთ დაავადება  საკუთარ თავზე, აუცილებელი არაა გაუძლოთ, მიმართეთ ექიმ - პროქტოლოგს, რომლიც შეგირჩევთ შესაფერის მკურნალობას და შეგინარჩუნებთ ნორმალური ცხოვრების რიტმს! 

 

allmedic