
ქალის ონკოლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით მკერდის კიბო, ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა. მსოფლიოში ყოველწლიურად სარძევე ჯირკვლის კიბოს 65 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ზოგადი სტატისტიკა ასე გამოიყურება:
დაავადებები, როგორც წესი, უყურადღებობის გამო ვითარდება და რთულ ფორმებში გადადის. 2012 წელს საქართველოში მკერდის კიბოს 800-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი იზრდება. ასაკის მატებასთან ერთად დაავადების რისკი მატულობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, 35 ასაკიდან ყველა ქალმა პერიოდულად მიმართოს ექიმს და საჭირო გამოკვლევები ჩაიტაროს.
კიბოს წარმოშობის მიზეზები უცნობია, ამიტომ ექიმები მხოლოდ იმ არახელსაყრელ ფაქტორებზე საუბრობენ, რომლებმაც, შესაძლოა, კიბოს წარმოშობას შეუწყოს ხელი. ესენია:
მკერდის კიბოსგან ხელშემწყობის ფაქტორებისგან თავის არიდებით შესაძლოა ამ დაავადებისგანაც დაიცვათ თავი. სასურველია, ფიზიკურ აქტივობას მეტი დრო დაუთმოთ, აკონტროლოთ წონა, ხშირად მიირთვათ ჯანსაღი საკვები: ხორცი, თევზი, ხილი, ბოსტნეული. თავი შეიკავეთ ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტების მიღებისგან.
აუცილებლად უნდა მიმართოთ მამოლოგს, თუ:
35 წლამდე მამოლოგთან ვიზიტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ აუცილებელია. ამის შემდეგ კი კონსულტაციების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა რაიმე სიმპტომი, 50 წლის შემდეგ ყოველწლიურად უნდა გაესინჯოთ ექიმს.
კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ იქნებით მკერდის კიბოს რისკის ქვეშ!