
ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია კომპიუტერთან ნაკლები დრო გავატაროთ და მეტი ვიმოძრაოთ, მაგრამ არც ისე ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქტიური, ცხოვრების ჯანსაღი სტილით.
სკამზე დიდხანს ჯდომამ, შესაძლოა ბევრი დაავადება გამოიწვიოს. ყველასთვის ცნობილია, რომ ჭარბი წონის და დიაბეტის გამომწვევი მიზეზი სწორედ უმოძრაობაა, მაგრამ ექიმები უფრო შორსაც მიდიან და ზოგიერთი თვლის, რომ ცხოვრების ასეთი სტილი რამდენიმე სახის კიბოსა და ნაადრევ სიკვდილსაც კი იწვევს.
ხანგრძლივი ჯდომა მეტაბოლიზმის პროცესს ანელებს, რაც გავლენას ახდენს სხეულის უნარზე, დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე და წნევა.
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს დიდხანს ჯდომამ?
დიდი ბრიტანეთში ადამიანების უმრავლესობა დღეში 7 საათზე მეტს მჯდომარე, ან მწოლიარე მდგომარეობაში ატარებს. ამ 7 საათში, ცხადია, ძილი არ შედის, არამედ: ტელევიზორის ყურება, კომპიუტერის გამოყენება, კითხვა, მგზავრობა და ა.შ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევისას, რომელშიც მონაწილეობას 800 000 ადამიანი იღებდა, მკვლევარებმა შეადარეს ადამიანები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს სკამზე ატარებდნენ მათ, ვინც მეტად იყო დაკავებული ფიზიკური აქტივობებით. მონაწილეებში, რომლებსაც ხშირად უწევდათ ჯდომა:
,,ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის’’ ინფორმაციით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან მიღებული ინფორმაცია თითქმის იდენტურია. ყოველწლიურად უმოძრაობით გამოწვეული პრობლემების გამო ორი მილიონი ადამიანი იღუპება. ზოგიერთი ქვეყანა უკვე სერიოზულად ეწევა ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას. მთავრობები ცდილობენ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. ნუ დაელოდებით ექიმის რჩევას. თუ ფიქრობთ, რომ არ ხართ საკმარისად ფიზიკურად აქტიური, დღეში ნახევარი საათი მაინც დაუთმეთ ვარჯიშს, დაკავდით რაიმე აქტიური ჰობით, იცეკვეთ.
გარდა ამისა, ვარჯიშისას ბედნიერების ჰორმონი, ენდორფინი, გამოიყოფა რაც შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. რეგულარული ვარჯიშისას გაგიუმჯობესდებათ:
ზემოთჩამოთვლილი პრობლემების პრევენციისთვის სასურველია რეგულარულად ივარჯიშოთ - კვირაში 150 წუთი მაინც. ამასთანავე თუ ჯდომის ხანგრძლივობასაც შეამცირებთ, შედეგს თქვენ თვითონვე იგრძნობთ.
თუ ვარჯიშისთვის დრო მაინც არ გრჩებათ, ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ: