
ბიუსჰალტერი ქალის გარდერობში XX საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა. მანამდე სრულყოფილი სხეულის გამოსაჩენად ქალები კორსეტს იყენებდნენ. კორსეტი შინაგანი ორგანოების დეფორმაციას იწვევდა და თანდათან მისი სხვა რამით ჩანაცვლების აუცილებლობა გააცნობიერეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუსჰალტერი კორსეტთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა, არასწორი ზომის და ფორმის ლიფის ტარებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობას ზიანი მაინც შეიძლება მიაყენოს. ბიუსჰალტერის სწორად შერჩევა არც ისე ადვილია. შესაბამისად, ქალების, დაახლოებით, 80% არასწორი ზომის ლიფს ატარებს.
არასწორი ზომის ბიუსჰალტერის ტარება იწვევს:
ბიუსჰალტერის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ თეფშის ზომას, არამედ სარტყელსაც. თავდაპირველად აუცილებელია გაიგოთ თქვენი სარტყელის ზომა, რაშიც ჩვეულებრივი სანტიმეტრი დაგეხმარებათ. გარშემოწერილობა უნდა გაიზომოთ ზუსტად ბიუსტის ქვეშ (იხ. სურათი). ყველაზე სავსე ადგილის გასწვრივ გაიზომეთ მკერდის გარშემოწერილობაც.
ნებისმიერ ბიუსჰალტერზე მოცემულია ფინჯნის და სარტყელის ზომები. ფინჯნის ზომები ლათინური ასოებით აღინიშნება: AA, A, B, C, D, DD, E ან F. გაზომვისას მიღებული რიცხვებით ცხრილში თქვენთვის შესაფერისი ბიუსჰალტერის შერჩევა უკვე აღარ გაგიჭირდებათ.
ნუ შეარჩევ დიდი ზომის ბიუსჰტალტერს, რადგან “ჩავარდნილი ადგილები” ძალიან არაესთეტიურია.
მაგალითად, თუ თქვენი მკერდის გარშემოწეროლობა 85სმ-ია, ხოლო სარტყელის - 76სმ, თქვენი ბიუსჰალტერის ზომა 34B იქნება.
ბიუსჰალტერის ტარება დისკომფორტს არ უნდა გიქმნიდეთ. ექიმები გვირჩევენ რომ დიდ მკერდიანმა ქალბატონებმა აუცილებლად გამოიყენონ განიერ ბრეტელებიანი ლიფები, რათა სარძევე ჯირკვლების წონა თანაბრად გადანაწილდეს მხრებზე და არ გამოიწვიოს დაღლილობა და ტკივილი.
ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი ლიფები გამოიყენება.
სასურველია, თუ ვარჯიშისასაც სპეციალურ ბიუსჰალტერს აარჩევთ. ამ ტიპის ბიუსტჰალტერები შექმნილია სპეციალრი ქსოვილით, რომელიც იწოვს და გარეთ გამოდენის ოფლს, ასევე სუნთქავს და ჰაერს ატარებს.
კარგად შერჩეული ბიუსტჰალტერისაგან კანზე არ უნდა რჩებოდეს ნაჭდევები და ნაკვალევი, არ უნდა ზღუდავდეს სუნთქვასა და მოძრაობას.