ბიორევიტალიზაცია
ბიორევიტალიზაცია
allmedic
ბიორევიტალიზაცია
ბიორევიტალიზაცია
ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავებაა. ეს პროცედურა ქირურგიულ ჩარევებს არ გამოითხოვს და ფართოდ გამოიყენება კანის ესთეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად.  ბიორევიტალიზაციის დროს კანქვეშ ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატების შეყვანა ხდება, რაც კანის შემადგენლობაში ისედაც შედის.

ეს მეთოდი უსაფრთხოა და ხელს უწყობს:

  • კანის რეგენერაციის პროცესს,
  • აუმჯობესებს მის ფერს და სტრუქტურას,
  • აცილებს ნაოჭებს;
  • კანს უფრო ელასტიურს და გლუვს ხდის.

როგორ მოქმედებს ჰიალურონის მჟავა?

იგი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. ჰიალურონის ერთი მოლეკულა კანის ზედაპირზე წყლის 200-500-მდე მოლეკულას აკავებს, რაც კანის ბუნებრივ დატენიანებას უწყობს ხელს. შესაბამისად, კანის დაბერების პროცესი ფერხდება და ხანგრძლივი ესთეტიკური შედეგი მიიღება.

ბიორევიტალიზაციას, ძირითადად, სახეზე, ყელზე, დეკოლტესა და ხელის მტევანზე იკეთებენ. ბიორევიტალიზაციის მიზანი მხოლოდ ნაოჭების გასწორება და კანის დატენიანება არაა. იგი სხვა უჯრედების სტიმულირებასაც ახდენს და კანის გაახალგაზრდავება ბუნებრივად  ხდება.

როდისაა რეკომენდირებუილ ბიორევიტალიზაცია?

  • ახალგაზრდა კანისთვის - დაბერების პროცესის შესაჩერებლად;
  • მოშვებული კანისთვის;
  • მშრალი კანის დასატენიანებლად;
  • არასწორი, არასათანადო კვების შემთხვევაში;
  • მიმიკური ნაოჭებისთვის;
  • მწეველებისთვის;

ბიორევიტალიზაციის უპირატესობები:

  • იგი უმტკივნეულოა;
  • ეფექტურია;
  • არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს;
  • შედეგი მცირე დროში მიიღება;

მაქსიმალური შედეგის მისაღებად ბიორევიტალიზაციის 3-4 პროცედურის გაკეთებაა საჭირო. იგი, დაახლოებით, 3-4 კვირაში ერთხელ კეთდება. პროცედურებს შორის ხანგრძლივობას ინდივიდუალურად საზღვრავს კოსმეტოლოგი.

allmedic