
ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა - მშობიარობის შემდეგ რა პერიოდიდან შეიძლება სქესობრივი ცხოვრების განახლება?
ექიმების უმრავლესობა გვირჩევს მშობიარობიდან ოთხი კვირის განმავლობაში სექსისგან თავი შევიკავოთ. ორი კვირის მანძილზე ინტიმური ურთიერთობა თითქმის დაუშვებელია! ამ პერიოდში სისხლდენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ქსოვილები დაზიანებულია და დიდია საშოში რაიმე ინფექციის შეტანის ალბათობა. თანაც, სექსის დროს, შესაძლებელია გარკვეული უბნები კვლავ დაზიანდეს და სისხლდენის განახლების მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ, ქალების უმრავლესობას მშობიარობის შემდეგ ინტიმური კავშირისას ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება აქვს.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც შეიძლება მშობიარობის შემდეგ გაჩნდეს ანორგაზმიაა, რომლის გაჩენის ორი მიზეზი არსებობს:
1. ფსიქოლოგიური :
2. მგრძნობელობის დაქვეითება საშოს კედლების დაჭიმვის გამო.
ეს ცვლილებები დროებითია. საშოს კედლების ჩვეულ ფორმაში ჩასაყენებლად სპეციალური ვარჯიშები არსებობს. თუკი მშობიარობის შემდგომ საშოში დისკომფორტი და ტკივილი 6 თვეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. მშობირობის შემდეგ ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა, ამიტომაც საშოში სიმშრალე ქალების პრობლემაა ასეთ პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა.
საკეისრო კვეთის დროს საშოში ცვლილებები არ ხდება, თუმცა სექსისგან თავის შეკავება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც აუცილებელია. მუცლის კანზე ნაკერები გაცილებით მალე ხორცდება, მაგრამ ნაკერების შეხორცებას საშვილოსნოზე 4-6 კვირა მაინც სჭირდება.
ხელახალი დაორსულება
ქალების დიდი ნაწილი თვლის რომ (ან გადმოცემით იცის), რომ ლაქტაციის პერიოდში გამორიცხულია დაორსულება. ეს მიდგომა არ არის მართებული, ვინაიდან ლაქტაციის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ ასუსტებენ ჩასახვისუნარაიანობას. ამიტომაც რეკომენდებულია, კონტრაცეპტივების გამოყენება ინექციის ან ორალური ტაბლეტების სახით (კონტრაცეპტივები უნდა შეიცავდნენ მხოლოდ პროგესტერონს, რათა არ დაშრეს რძე). გარდა ამისა, შესაძლებელია კონტრაცეფციის მექანიუკური, ქიმიური, ან ქირურგიული მეთიოდების გამოყენება.
მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განსაახლებლად რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ: