პრეზერვატივი - კონტრაცეფცია და უსაფრთხო სექსი
პრეზერვატივი - კონტრაცეფცია და უსაფრთხო სექსი
allmedic
პრეზერვატივი - კონტრაცეფცია და უსაფრთხო სექსი
პრეზერვატივი - კონტრაცეფცია და უსაფრთხო სექსი
პრეზერვატივი - კონტრაცეფცია და უსაფრთხო სექსი

პრეზერვატივი კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. გარდა ამისა, იგი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაა (გონორეა, შიდსი, სიფილისი, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი).  განვითარებულ ქვეყნებში ცდილობენ, რომ პრეზერვატივის შესახებ ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რათა ისინი დაცულები იყვნენ სხვადასხვა დაავადებებისა და არასასურველი ორსულობისგან.

პრეზერვატივის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. არასწორად შერჩეული პრეზერვატივის შემთხვევაში დიდია მოჭერის, ტკივილის, ჩამოცურების ან გახევის ალბათობა. პრეზერვატივი წელვადია. შესაბამისად, მისი სიგრძე ნაკლებად შეგიქმნით პრობლემას. შეძენისას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მის სიგანეს. ყველაზე ფართოდ გავრცელებული ზომა არის სიგანით 52 მმ (პრეზერატივის სიგანე არის მისი ნახევარწრის სიგრძე). გამომდინარე აქედან შეძენის წინ სასურველია ყველაფრის გათვალისწინება.

 

პრეზერვატივის მასალებიც განსხვავებულია. არსებობს ლატექსის, პილიურეთანის და ვინილის პრეზერვატივები. ლატექსის პრეზერვატივი შედარებით იაფია და მოსახერხებელიც, მაგრამ მისი დაზიანების ალბათობა მაღალია. თანაც, ზოგიერთ ადამიანს ლატექსზე ალერგია აქვს და მისმა მოხმარებამ, შესაძლოა, სასქესო ორგანოს შეწითლება და ქავილი გამოიწვიოს.

პილიურეთანი ლატექსზე უფრო მტკიცეა. მოცურების ალბათობა პრაქტიკულად გამორიცხულია, კონტაქტის დროს იგი ეკრობა კანს უფრო მკვრივად ვიდრე სხვა მატერიალისაგან დამზადებული პრეზერვატივები. აგრეთვე ეს არის ერთადერთი პრეზერვატივი, რომელთანაც ერთად შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის საცხის გამოყენება, მათ შორის ზეთოვან ფუძეზე, რომელიც აზიანებს ლატექსის სტრუქტურას. პოლიურეთანის პრეზერვატივი იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს ალერგია ლატექსზე.

პრეზერვატივს რამდენიმე საუკუნის წინაც იყენებდნენ. 19 საუკუნეში იგი მუშავდებოდა ქიმიურად და მასალად ცხოველურ ქსოვილებს იყენებდნენ (ნაწლავი,  ბუშტი). რეზინისგან დამზადებულმა პრეზერვატივმა პოპულარობა მე-20 საუკუნის დასაწყისში მოიპოვა.  მისი დაბალი ღირებულების გამო, ოჯახის დაგეგმვის საკითხში პრეზერვატივის მნიშვნელობა გაიზარდა. დღეს უამრავი სხვადასხვა სახის პრეზერვატი არსებობს. იგი განსხვავდება ფერის, ფორმის, ზედაპირის და სურნელის მიხედვითაც კი.  იგი, ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიდსის გავრცელების წინააღმდეგ.

allmedic