
სიმპტომი ხშირად ვლინდება შეუმჩნევლად, რადგანაც არის თავიდან უმნიშნელო და სპერმის არამკეთრი შეფერილობა არ იქცევს ყურადღებას. გარდა ამისა, ეაკულაცია უმეტესად ხდება საშოში, რაც ართულებს მის შემჩნევას. ჰემატოსპერმია შეიძლება გმოვლინდეს მამაკაცის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. 40 წლამდე ასაკში გამოვლენილი ჰემატოსპერმიის მიზეზები ძირითადად კეთილსაიმედო პროგნოზისაა, ხანდაზმულებში კი – უმეტესად სიმსივნურ პროცესებს უკავშირდება.
ჭეშმარიტი ჰემატოსპერმიის დროს სისხლი სპერმაში ხვდება სათესლეების, სათესლე დანამატების, სათესლე ბუშტუკებისა და პროსტატის ფარგლებში. ცრუ ჰემოსპერმიის დროს სისხლი სპერმას ერევა შარდსადენ მილში და სპერმა ალისფერია. ჰემოსპერმია ვითარდება საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებების დროს. ხანდაზმულ ასაკში სისხლი სპერმაში შესაძლოა პროსტატის დაავადებაზე მიუთითებდეს. ყველაზე ხშირი მიზეზი არის სათესლე ბუშტუკების (ვეზიკულიტი) და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატიტი) ანთების დროს. სპერმაში სისხლის მიზეზი არის წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია.
სპერმაში სისხლის გამოჩენის მიზეზებია:
ამ სიმპტომის გამოჩენისთანავე საჭიროა უროლოგის და/ან ონკოლოგის კონსულტაცია.