მასტურბაცია პიროვნების სასქესო ორგანოების სექსუალური სტიმულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სტიმულაციის შედეგად ორგაზმის შეგრძნებას. სექსუალური სტიმულაცია შეიძლება შესრულდეს თვითონ ადამიანის მიერ ხელით, სხვადასხვა ნივთებით. თვითმასტურბაცია მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მამაკაცების უმრავლესობა, მასტურბაციას იწყებს 13-14 წლის ასაკიდან. მასტურბაციის სიხშირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ არის მკვეთრად გადამეტებული. მასტურბაციის ნორმალური სიხშირეა როგორც თვეში ან წელიწადში რამდენჯერმე, ასევე - ყოველდღე.
მასტურბაცია გადამეტებულია იმ შემთხვევაში, თუ მისი სიხშირე ადამიანს ყოველდღიურ სოციალურ და სხვა აქტივობაში უშლის ხელს, ან ადამიანი იმდენად მიეჩვია პროცესს, რომ აღარ უჩნდება სექსით დაკავების სურვილი.
რა შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა მასტურბაციამ?
• ჭარბმა მასტურბაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, აგზნებადობა, ფსიქიკის არასტაბილურობა, რაც შეიძლება სექსუალური ცხოვრების მხრივ პრობლემების მიზეზი გახდეს (გამოიწვიოს იმპოტენცია).
• სპერმის გამოყოფა ერექციის გარეშე. რაც ეაკულაციის მარეგულირებელი ნერვების დარღვეული მუშაობითაა გამოწვეული.
• მასტურბაციის უხეშმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიონ ფიზიკური ტრავმა, პენისის მოტეხილობა, პეირონის დაავადება და ა.შ.
• გადაჭარბებული მასტურბაციაა თუ ეს ქცევა კომპულსიურ ხასიათს იძენს, ანუ მის კონტროლს ვერ ახერხებს ადამიანი და ხელს უშლის ყოველდღიურ აქტივობებში, ან უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკაზე.
• მამაკაცებში კი ხშირ მასტურბაციას შეიძლება მოჰყვეს პროსტატიტი და ერექციული დისფუნქცია;
• ხშირი მასტურბაციის მიზეზი კი მომატებული სქესობრივი ლტოლვა გახლავთ. ლტოლვას აძლიერებს პორნოგრაფიული და ეროტიკული სურათების, ფილმების, საიტების თვალიერება. ამიტომ ეცადეთ, ერიდოთ ასეთ გამაღიზიანებელ ფაქტორებს, დაიტვირთეთ სპორტით, იმუშავეთ გონებრივად.
• მასტურბაციის რეკომენდირებულ სიხშირედ მიჩნეულია კვირაში რამოდენიმეჯერ ეაკულაცია.
• თუ მასტურბაცია გადამეტებული სიხშირითაა, მან შეიძლება გამოიწვიოს პარასიმპათიკური სისტემის ჭარბი სტიმულაცია, იმატებს დოფამინის, სეროტონინის, აცეტილოქოლინის და სხვა ნეიროტრანსმიტერების რაოდენობა, იცვლება ჰორმონული ბალანსი, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები:
- დაღლილობა;
- თმის ცვენა;
- მახსოვრობის პრობლემები;
- მხედველობის გაუარესება;
- ტკივილი საზარდულის მიდამოში.
• მასტურბაცია პრობლემად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში - როცა ის ანაცვლებს სექსუალურ აქტივობას პარტნიორთან, სრულდება საჯაროდ ან მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
როგორ გადავეჩვიოთ მასტურბაციას?
• წაიკითხეთ სამედიცინო ლიტერატურა და მიიღეთ სრული ინფორმაცია ხშირი მასტურბაციის შედეგებზე.
• უარი თქვით ეროტიკასა და პორნოგრაფიაზე.
• შეეცადეთ თავი დააღწიოთ ეროტიკულ ფანტაზიებს;
• დაიწყეთ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება მუდმივ პარტნიორთან;
• დაკავდით სპორტით
მასტურბაციით გამოწვეული მინერალების და ვიტამინების დეფიციტის შევსება შესაძლებელია მათი მედიკამენტური და საკვების სახით მიღებით.