მეტროსექსუალი
მეტროსექსუალი
allmedic
მეტროსექსუალი
მეტროსექსუალი
მეტროსექსუალი

მეტროსექსუალი არის ნებისმეირი სექსუალური ორინეტაციის თანამდეროვე მამაკაცი, რომელიც ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას საკუთარ გარეგნობას (სხეული, ტანსაცმელი, აქსესუარები) და შესაბამისად, ხარჯავენ დიდძალ ფულს გარეგნობისა და ცხოვრების სტილის გასაუმჯობესებლად.

  XIX საუკუნეში მსგავსი კულტურული ფენომენი ცნობილი იყო, როგორც დენდი, კოპწია.

მეტროსექსუალი არ უთმობს პირველობას ქალს გარეგნობაზე ზრუნვაში და არ ჩამორჩება მოდას. საზოგადოებაში მეტროსექსუალები ხშირად ერევათ გეებში.

   ტერმინი „მეტროსექსუალობა“ შემოღებულ იქნა 1994 წელს ბრიტანელი ჟურნალისტის მარკომ სიმპსონის მიერ, რომელმაც ამ ერთ სიტყვაში გააერთიანა ორი სიტყვა: metropolitan – ქალაქელი და sexual – სასქესო, სექუალური. ტერმინიდან გამომდინარე, მეტროსექსუალები ძირითადად არიან მეგაპოლისებში, იქ სადაც კოსმოპოლიტიზმზე აქვთ პრეტენზია.

  მოგვიანებით გამოჩნდა მეტროსექსუალიზმის საწინააღმდეგო ცნება – რეტროსექსუალი, ადამიანი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ტრადიციებს, ტრადიციულ შეხედულებეს,  ჩაცმის ძველებურ სტილსა და იუბერსექსუალი – გარდამავალი ფორმა მეტროსექსულსა და რეტროსექსუალს შორის.

allmedic