საზამთრო - გემრიელი და სასარგებლო ხილი
საზამთრო - გემრიელი და სასარგებლო ხილი
allmedic
საზამთრო - გემრიელი და სასარგებლო ხილი
საზამთრო - გემრიელი და სასარგებლო ხილი
საზამთრო - გემრიელი და სასარგებლო ხილი

ზაფხულში საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. იგი არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა.  ეს წვნიანი, გემრიელი ხილი ჩვენს ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. მას  იყენებენ როგორც ძლიერ შარდმდენ და სიცხის დამწევ საშუალებას. იგი დადებით გავლენას ახდენს დიაბეტიან და ანემიურ ავადმყოფებზე. უჯრედისის დიდი რაოდენობა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობის გამოდევნას.  მისი სასარგებლო თვისებები ამით არ სრულდება.  ქვემოთ მოცემულია მისი სამკურნალო ის თვისებები, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არც კი იცოდით.

1. საზამთრო ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების პრევენციას.

საზამთრო დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს, რაც ისეთი პრობლემებისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ, როგორიც  ვირუსული დაავადებებია.

 

2. დაბალკალორიული საკვები.

საზამთრო იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ხილი უყვარს და თან  წონაში დაკლება უნდა. იგი ცოტა კალორიას შეიცავს და ამავდროულად რაღაც პერიოდის განმავლობაში თქვენი დანაყრებაც შეუძლია.

 

3. სასარგებლოა თირკმელებისთვის.

საზამთრო წმენდს  შარდის ბუშტსა და თირკმელებს. აგრეთვე, ხელს უშლის თირკმელებში ქვების დაგროვებას.

 

4. სასარგებლოა გულისთვის.

საზამთრო გულისა და სისხლძარღვებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. იგი შეიცავს არგენინსა და ამინომჟავებს და  მისი მირთმევით მნიშვნელოვნად ამცირებთ გულის შეტევის რისკებს.

 

5. ამცირებს სისხლის წნევას.

საზამთროში კალიუმის და მაგნიუმის კომბინაცია არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს.

 

6. ხელს უშლის გაუწყლოებას.

საზამთრო დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს და ორგანიზმს წყლის ბალანსის აღდგენაში ეხმარება. შესაბამისად, მისი მირთმევა ზაფხულში განსაკუთრებით სასარგებლოა.

 

7. აუმჯობესებს ნაყოფიერებას მამაკაცებში.

კვლევების თანახმად საზამთრო სპერმის სტრუქტურის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

 

8. ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.

საზამთრო მდიდარია A და C ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. ეს ნივთიერებები თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას უშლიან ხელს, რომლებიც ნაოჭების გაჩენაზე არიან პასუხისმგებლები. ამასთან ერთად, საზამთრო ყველა სახის კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

9. სასარგებლოა მხედველობისთვის.

საზამთრო სასარგებლოა მხედველობის შენარჩუნებისთვის. იგი ხელს უშლის ასაკობრივ დაავადებებს, მაგალითად, კატარაქტას. ბეტა-კაროტინი, რომელსაც ეს ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს,  A ვიტამინად გარდაიქმნება. რაც ხელს უწყობს ღამით მხედველობის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტის მირთმევით ღამის სიბრმავესაც აირიდებთ.

 

10. აძლიერებს იმუნიტეტს.

ვიტამინი C საზამთროს კიდევ უფრო მეტად სასარგებლოს ხდის. იგი აუმჯობესებს იმუნიტეტს და ახალი ქსოვილების წარმოქმნას უწყობს ხელს.

 

11. გვიცავს ასთმისგან.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საზამთრო ასთმისგანაც გვიცავს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტური ელემენტების საშუალებით ასთმის შეტევების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

allmedic