რჩევები ახალბედა მშობლებს
რჩევები ახალბედა მშობლებს
allmedic
რჩევები ახალბედა მშობლებს
რჩევები ახალბედა მშობლებს
რჩევები ახალბედა მშობლებს

ბავშვის დაბადებიდან პირველი თვეები მშობლებისთვის ყველაზე რთულ პერიოდს  წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მათი პირველი შვილია! ახალშობილის მოვლა რთულია განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მშობლების უმეტესობას, განსაკუთრებით, მამაკაცებს, ახალშობილთან შეხების და ხელში აყვანის ეშინიათ. სასურველია, რომ პატარას დაბადების შემდეგ დედასთან კონტაქტი უფრო ხშირი იყოს. ბავშვი ახალ გარემოს ეგუება. დედასთან ხშირი შეხებით კიდე ეს პროცესი უფრო გაადვილდება.

ქვემოთ მოცემულია რჩევები, რომლებიც ახალბედა მშობლებს დაეხმარებათ პატარას სწორად მოუარონ.

  • ახალდაბადებულ ბავშვს სუსტი იმუნიტეტი გააჩნია, ამიტომ დაბადებიდან პირველ ხანებში, სასურველია, მნახველების მიღებისგან თავი შეიკავოთ. პატარას ხელში აყვანამდე დაიბანეთ ხელები და დაიცავით ჰიგიენა.
     
  • ახალშობილს ტანსაცმელი კარგად უნდა ჰქონდეს მორგებული. წოლისას ზურგზე არ ნაოჭდებოდეს. პამპერსიც შესაფერისი ზომისა უნდა იყოს - არც მეტისმეტად პატარა და არც ზომაზე დიდი.
     
  • ფრთხილად მოეპყარით პატარას თავსა და კისერს. მისი ტარებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი მყარად ჰქონდეს თქვენს ხელზე.
     
  • ფრთხილად იყავით ბავშვთან თამაშისას ან რწევისას. მოერიდეთ ზედმეტ შერყევას - შესაძლებელია, ამან სისხლდენა გამოიწვიოს. თუ მისი გაღვიძება გსურთ, მსუბუქად შეეხეთ ან შეუბერეთ ლოყაზე.
     
  • ნუ შეგეშინდებათ, თუ ბავშვს დიდხანს სძინავს. სიცოცხლის პირველ დღეებს ბავშვები ძირითადად ძილში ატარებენ და მხოლოდ კვების დროს იღვიძებენ. საშუალოდ ახალშობილებს სძინავთ 12-დან 18 საათამდე. ასაკის მატებასთან ერთად ძილის ხანგრძლივობა მცირდება.
     
  • ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია დაიცვათ მისი ინდივიდუალური ჰიგიენა. ბავშვის ყოველდღიური აბაზანა საჭიროა დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში, 6 თვის ასაკიდან კი დღეგამოშვებით. ბავშვის დაბანა, დაახლოებით, 5 წუთს უნდა გაგრძელდეს. ბავშვი უნდა დაიჭიროთ ერთი ხელით და მეორეთი დაბანოთ. სახის დაბანისას საპონს ნუ გამოიყენებთ. გამშრალებისას გამოიყენეთ ბამბის პირსახოცი.  დაბანიდან 2 საათის განმავლობაში დაახურეთ თხელი ქუდი.
     
  • სასურველია, ახალშობილი დედის რძით იკვებებოდეს. დედის რძე შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. ის ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, იშვიათად ხდებიან ავად და უკეთ ვითარდებიან.
     
  • ხშირად ესაუბრეთ და უმღერეთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვის მოფერება ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და თავის ტვინის განვითარებას.
     
  • ყურადღება მიაქციეთ პატარას ფრჩხილებს, ხელებსა და ფეხებზე რეგულარულად დააჭერით. მისი ფრჩხილები თხელი და ბასრია და ის ადვილად დაიკაწრავს სახეს.
     
  • ტანსაცმელი აუცილებლად საბავშვო და არაალერგიული ფხვნილით დაურეცხეთ და საგულდაგულოდ დააუთოვეთ.
     
  • ახალშობილს ჭიპლარის მოსაშუშებლად დაახლოებით 3 კვირა სჭირდება. ამ დროის განმავლობაში ეს ადგილი განსაკუთრებულად უნდა დავიცვათ ინფიცირებისგან და შევინარჩუნოთ სიმშრალე და სისუფთავე.
     
  • სამშობიაროდან გამოყვანიდან ერთი კვირის შემდეგ პატარა კვლავ მიიყვანეთ ექიმთან გასასინჯად.
allmedic