როგორ გავირუჯოთ სწორად და თანაბრად?
როგორ გავირუჯოთ სწორად და თანაბრად?
allmedic
როგორ გავირუჯოთ სწორად და თანაბრად?
როგორ გავირუჯოთ სწორად და თანაბრად?
როგორ გავირუჯოთ სწორად და თანაბრად?

ლამაზი ნამზეური მომხიბვლელობის და მოდურობის სინონიმად იქცა. ლამაზი რუჯის მიღება ისე, რომ კანი არ დავაზიანოთ, არც ისე ადვილია. მზე ძვლებზე, კბილებსა და კანზე დადებითად მოქმედებს, თუმცა, ამავდროულად შეიძლება ნაადრევი დაბერება, ან კანის კიბო გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელია, რომ გარუჯვამდე სპეციალისტების რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.

ყველამ კარგად იცის, რომ უპირველეს ყოვლისა მზეზე გასვლამდე მზისგან დამცავი კრემი უნდა წაისვას. კრემი ყოველ 45 წუთში ერთხელ უნდა განვაახლოთ. თანაბარი რუჯი კანს უფრო მიმზიდველს ხდის, ფერად ტანსაცმელშიც უფრო მომხიბვლელად გამოვიყურებით, მაგრამ როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დამწვრობა, ან საცურაო კოსტუმისგან დატოვებული თეთრი ზოლები?

რამდენიმე რჩევის გათვალისწინება საშუალებას მოგცემთ ამ პრობლემებს უფრო მარტივად გაუმკლავდეთ.

1.      დაატენიანეთ თქვენი კანი. ტენიანი კანი უფრო ადვილად და ლამაზად ირუჯება, ვიდრე მშრალი.

  • საშხაპეში  სხეული მკვდარი ეპიდერული უჯრედებისგან გაისუფთავეთ. ამაში რაიმე უხეში ქსოვილი, ან სპეციალური საპონი დაგეხმარებათ.
  • გამოიყენეთ ლოსიონი, რომელიც შეიცავს ნატრიუმის PCA-ს. ეს დაატენიანებს თქვენს კანს და ჯანსაღი ეპიდერმისის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი თქვენი კანისთვის შესაფერისი ლოსიონი. რაც უფრო ღია ფერის კანი გაქვთ, მით უფრო ძლიერი მზისგან დამცავი კრემი გჭირდებათ.
  • თუ თქვენ წყალში ჩასვლასაც აპირებთ, ლოსიონი წყალგამძლე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ხელახლა წასმა მოგიწევთ.

 

2.    ყოველთვის თან ატარეთ მზისგან დამცავი ლოსიონი.

  • თუნდაც, უბრალოდ, სანაპიროზე ცოტა ხნით დაჯდომას აპირებდეთ, მზისგან დამცავი კრემი მაინც გამოიყენეთ. რამდენად ძლიერი ლოსიონი სჭირდება თქვენს კანს იმაზეცაა დამოკდებული, თუ რამდენად გარუჯული ხართ ახლა.
  • თუ მზისგან დამცავ კრემს არ იყენებთ და არ იწვებით, ულტრაიისფერ სხივებს თქვენი კანის დაზიანება მაინც შეუძლია.
  • ტუჩების დასაცავად, აუცილებლად გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი. იდეალურ შემთხვევაში, მზისგან დამცავი კრემის წასმიდან  20-25 წუთის განმავლობაში მზეზე ნუ გახვალთ.
  • თუ კანზე სიწითლეს შეამჩნევთ, მზეს გაერიდეთ - თქვენ უკვე დამწვარი ხართ. დამწვრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება და მზეზე ყოფნით თავს სერიოზული დაზიანების რისკის ქვეშ ჩაიგდებთ.

3. შეარჩიეთ საცურაო კოსტუმი, რომელიც თქვენს სხეულს მინიმალურად დაფარავს. სასურველია, დღის განმავლობაში საცურაო კოსტუმები შეიცვალოთ, რომ რუჯი მთელს სხეულზე თანაბრად გადანაწილდეს.

4.მზის სხივები პირდაპირ არ უნდა გეცემოდეთ. ასეთ შემთხვევაში მზისგან დამწვრობის მიღების რისკი იზრდება.

5.ყველაზე თანაბარი რუჯის მისაღებად კარგია, თუ სანაპიროზე დაწოლის ნაცვლად იმოძრავებთ. შეგიძლიათ ისეირნოთ, ითამაშოთ მეგობრებთან ერთად და ა.შ. ასეთი ,,აქტიური’’ გარუჯვისას კანი ფერს ისეთ ადგილებშიც შეიცვლის, სადაც, ნამზეურის მიღება უფრო რთულია, მაგალითად მკლავების შიდა მხარეს. თან ასე კუნთებსაც გაიმკვრივებთ და ფორმას შეინარჩუნებთ.

allmedic