ინფექციური დაავადებები
ინფექციური დაავადებები
allmedic
ინფექციური დაავადებები
ინფექციური დაავადებები
ინფექციური დაავადებები

ყველა ჩვენგანს სმენია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. თუმცა, ინფექციური დაავადებების სიმპტომებზე არც ისე ბევრმა იცის. რა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები  და არიან თუ არა ისინი განკურნებადი?

ყოველწლიურად ასეთი ინფექციებით სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება. ეს ტენდენცია სექსუალურად აქტიური ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყებასა და პარტნიორების ხშირად ცვლასთანაა დაკავშირებული. აქდან გამომდინარე, პრეზერვატივების გამოყენება დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის   შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მაგალითად:

  • წვა;
  • ქავილი;
  • გამონადენი;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • სისხლიანი გამონადენი.

ეს ის სიმპტომებია, რომელთა უკანაც ხშირად ვირუსული დაავადებები დგას (სიფილისი, გონორეა). თუმცა, არის შემთხვევები, როცა ასეთი დაავადებები სიმპტომების გარეშე ვითარდება. ინფექციური დაავადებების უმრავლესობა განკურნებადია - მთავარია მკურნალობა დროულად დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული გართულებების რისკის ქვეშ აღმოჩნდებით.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო ორსულობისგან დავიცვათ თავი. ინფექციამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების დარღვევები და ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. არის იმის საშიშროება, რომ ნაყოფიც დაავადდეს, ამიტომ, ორსულობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ჯანმრთელი ხართ.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადების დროს სპეციალისტის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი სწორ დიაგნოზს ეფუძნება. თვითმკურნალობა აბსოლუტურად მიუღებელია! ასეთი დაავადებები ორგანიზმის იმუნიტეტს თრგუნავენ, შესაბამისად, ნებისმიერი სიმპტომის დროს აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან განსაკურნებლად, სასურველია ექიმს პარტნიორებმა ერთად მიმართონ,  წინააღმდეგ შემთხვევაში  ხელახლა  დაინფიცირება გარდაუვალია.

allmedic