თუ მწერებმა კბენით შეგაწუხეს
თუ მწერებმა კბენით შეგაწუხეს
allmedic
თუ მწერებმა კბენით შეგაწუხეს
თუ მწერებმა კბენით შეგაწუხეს
თუ მწერებმა კბენით შეგაწუხეს

ზაფხულის ცხელ დღეებს, მცხუნვარე მზითა და მწვანე ბალახით, თან სდევს მომაბეზრებელი ბუზები, კოღოები და სხვა მწერები.

მწერების ნაკბენები შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს: სიფრიფანაფრთიანთა (კოღოები, ფუტკრები, კრაზანები, ონავარები, ბუზანკალები და სხვა) და ობობასებრთა (ტარანტულები, მორიელები, ტკიპები) ნაკბენები.მწერის ნაკბენზე ადამიანის ორგანიზმი სამი სახის რეაქციით პასუხობს.

 

ადგილობრივი რეაქცია - შეწითლება, შეშუპება, ტკივილი, ქავილი ან ძლიერი წვის შეგრძნება კბენის უბანში, ლიმფური კვანძების ლოკალურად გადიდება.


ზოგადტოქსიკური რეაქცია - ციებ-ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება, თავისა და სახსრების ტკივილი (ჩვეულებრივ, მრავლობითი ნაკბენების შემთხვევაში აღმოცენდება).


ალერგიული რეაქცია - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკიც კი; ალერგიული რეაქცია შეიძლება აღმოცენდეს ერთეულ ნაკბენზეც, თუ ადამიანს აღენიშნება წინასწარგანწყობა აღნიშნული რეაქციისადმი.

 

კოღოებს, ქინქლებსა და ბუზანკალებს შხამიანი ჯირკვლები არ გააჩნიათ. კბენისას მათ ჭრილობაში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც აფერხებს სისხლის შედედებას. შესაბამისად, მათ ნაკბენზე, როგორც წესი, მხოლოდ ადგილობრივი რეაქცია აღმოცენდება. ადამიანს შეუძლია გაუძლოს ამ მწერთა მრავლობით ნაკბენს (100 და მეტი), ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გარეშე.

არსებობს მცენარეები, რომლებიც თავისი არომატით აფრთხობს ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს. თუ კოღოს საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებების უსაფრთოებას ეჭვქვეშ აყენებთ, ამასთან ფანჯარაზე ბადის დაყენებაც შეუძლებელია, დაგეხმარებათ მცენარეები, რომელთაც უხსოვარი დროიდან იყენებდნენ მწერების საწინააღმდეგოდ.


1. ბარამბო. ბარამბოს თეთრი ყვავილები და ლიმონის ნაზი არომატი აქვს, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ის განსაკუთრებით ეფექტურია სისხლისმწოველი მწერების დასაფრთხობად.

2. კავკასიური გვირილა. კოღოების საწინააღმდეგო ძველი ხალხური საშუალებაა. ამ სახეობის გვირილას დაფხვნილი გამხმარი ყვავილედი, ღერო და ფოთლები, აზიანებს მწერის ნერვულ უჯრედებს. საკმარისია სახლში განვათავსოთ გვირილას რამოდენიმე თაიგული და კოღოები დავივიწყოთ მთელი კვირის განმავლობაში.

3. რეჰანი. მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ რეჰანს ერიდება ბუზი, კოღო, ბუგრი და ტკიპა. თუ რეჰანს ჩავრგავთ ქოთანში და დავდგამთ ფანჯრის რაფაზე, მწერები ვეღარ გარისკავენ სახლში შემოფრენას. შეიძლება ასევე რეჰანის დაჭრილ ფოთლებს დავასხათ წყალი და გამოვიყენოთ როგორც სპრეი.

4. პიტნა. პიტნის სუნი არ უყვართ ჭიანჭველებს, ტილებს, ბუზებსა და კოღოებს. ის აფრთხობს ასევე თაგვებს. შეგიძლიათ პიტნის ფოთლები განალაგოთ სათავსოში.

5. როზმარინი. შეგიძლიათ გამოიყენოთ კოღოების საწინააღმდეგოდ.

6. ასფურცელა. ის არა მარტო კოღოებს, არამედ ბუზებსაც უმკლავდება. 

7. გულყვითელა. შესანიშნავი საშუალებაა კოღოების მოსაშორებლად. 

8. დიდგულა. მას სპეციფიური არომატი აქვს, რომელიც ყველას არ მოსწონს. თუმცა ახლადმოწყვეტილ ტოტებს თუ მოვათავსებთ ლარნაკში, კოღოების შესაჩერებელ შესანიშნავ საშუალებას მივიღებთ. 
 გარდა ამისა, მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის, ჩაის ხის ეთერზეთებს თუ მოვათავსებთ რაიმე ცხელ ზედაპირზე, ესეც დაგვხმარება მწერებისგან გათავისუფლებაში.

allmedic