რამდენი საათი ძილი გვჭირდება?
რამდენი საათი ძილი გვჭირდება?
allmedic
რამდენი საათი ძილი გვჭირდება?
რამდენი საათი ძილი გვჭირდება?
რამდენი საათი ძილი გვჭირდება?

ადამიანისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა არსებისთვის სასიცოცხლოდ  საჭმელთან, წყალთან და ჟანგბადთან ერთად ძილიც აუცილებელია.  ადამიანისთვის ძილი საერთოდ ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მაჩვენებელია. ჩვენი ცხოვრების 1/3-ს ძილში ვატარებთ.

ბევრმა ჩვენგან იცის რომ ღამის კარგი ძილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ცოტას სძინავს საკმარისი დროის განმავლობაში. ძილის საჭირო ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების სტილზე. იმისათვის რომ განისაზღვროს რამდენი საათი ძილია საჭირო, უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო ასაკი, არამედ სამუშაო გრაფიკი და სტრესის არსებობა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ბევრი კვლევაა ჩატარებული, ძილის საჭირო ხანგრძლივობა მაინც  იმაზეა დამოკიდებული, თუ თქვენ როგორ გრძნობთ თავს ძილის შემდეგ.

· გრძნობთ თავს პროდუქტიულად და ჯანმრთელად 7 -საათიანი ძილის შემდეგ?

· გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, როგორებიცაა ჭარბი წონა? ხართ რაიმეთი დაავადების რისკის ქვეშ?

· იღებთ თუ არა კოფეინს დღის განმავლობაში?

· მანქანის მართვისას გრძნობთ თავს მოთენთილად?

თუ არასაკმარისად გძინავთ, თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ეს გამოასწოროთ და ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვროთ. უპირველეს ყოვლისა უნდა შეაფასოთ საკუთარი ინდივიდუალური საჭიროებები და ჩვევები. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს - ,,რამდენად ხშირად მძინავს ღამით კარგად?’’ როგორც კარგი დიეტა და ვარჯიში, ძილიც ჯანმრთელობის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია.  

უკეთესი ძილის მისაღწევად უკეთესია მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ:

· დაგეგმეთ ძილის გრაფიკი დასვენების დღეებშიც კი;

· გამოიმუშავეთ დაძინებამდე სარელაქსაციო რიტუალის ჩატარება;

· ივარჯიშეთ ყოველდღიურად;

· შეაფასეთ თქვენი საწოლი ოთახი. დარწმუნდით რომ ის შესაფერისია ძილისთვის (ტემპერატურა, ხმაური, განათება);

· დაიძინეთ კომფორტულ საწოლსა და ბალიშზე;

· თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და კოფეინისგან;

· გამორთეთ ყველა ტექნიკა დაწოლამდე.

თუ თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრი დღის განმავლობაში მოთენთილია და ეძინება, თუ ვერ იძინებთ ღრმად და მაინც ფხიზლობთ ღამის განმავლობაში, ხვრინავთ, გაქვთ კრუნჩხვის, ჩხვლეტის შეგრძნება, გიძნელდება სუნთქვა და ა.შ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომ დადგინდეს პრობლემის ძირითადი მიზეზი.

როგორც წესი დასაძინებლად მაშინ მიდიან, როცა სხვა ყველა საქმეს მოაგვარებენ. მიიჩნიეთ ძილი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ,,საქმედ’’ დღის განმავლობაში და ყოველდღიური საქმიანობისას თქვენს გეგმების სიაში ესეც შეიტანეთ.

 

allmedic