ყავის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ყავის დადებითი და უარყოფითი მხარეები
allmedic
ყავის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ყავის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ყავის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ზოგიერთ ჩვენგანს ყავის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენლად მიაჩნია. არიან ადამიანები, რომლებიც ყავას განუსაზღვრელი რაოდენობით სვამენ. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ორგანიზმზე. 

წაიკითხეთ სტატია და თავად გადაწყვიტეთ შეამციროთ თუ გაზარდოთ ყავის მიღება დღის განმავლობაში.

1 ფინჯანი დღეში

დადებითი - კოფეინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას იცავს ნერვულ სისტემას ტოქსინებისგან, ხოლო სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან.

უარყოფითი - ერთი ჭიქა ყავაც კი მოქმედებს ძილზე. თუ მას დილით მიირთმევთ, როგორც სასიამოვნო რიტუალს, საღამოს მაინც შეიკავეთ თავი ყავის დალევისგან.

2 ფინჯანი დღეში

დადებითი - დღეში ორი ფინჯანი ყავის დალევით თავს ალცეიმერის დაავადებისგან იზღვევთ. ყავის ეს რაოდენობა ტვინში პროტეინების რიცხვს ზრდის, რაც მეხსიერებაზე ახდენს გავლენას.

უარყოფითი - ქალები, რომლებიც დღეში ორ ჭიქა ყავას მიირთმევენ, შეიძლება ორსულობის პერიოდში უნებლიე აბორტის მსხვერპლი გახდნენ. კოფეინი ადრენალინის და ჰორმონ კოტიზოლის წარმოქმნას უწყობს ხელს, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ორსულობის პროცესთან.

 

3 ფინჯანი ყავა

დადებითი - დღეში სამი ფინჯანი ყავის დალევა ქალებითვის საკვერცხის კიბოს ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციაა. ხოლო მამაკაცებში კენჭების გაჩენას უშლის ხელს.

უარყოფითი - დღეში სამი ჭიქა ყავის დალევით გულის შეტევის რისკი იზრდება.

 

4 ფინჯანი ყავა

დადებითი - ოთხი ჭიქა ყავა დაახლოებით 400 მილიგრამ კოფეინს შეიცავს. ეს რაოდენობა მდიდარია ანტიოქსიდანტებიც, რომლებიც კიბოს სხვადასხვა სახეობით, პროსტატის კიბოთი და შაქრიანი დიაბეტით დაავადებისგან იცავენ ორგანიზმს.

უარყოფითი - ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გაჩნდეს. მაგ.: რევმატოიდული ართრიტი, პრობლემები ნერვულ სისტემაში და სხვა.

 

ყავა ხელს უწყობს კბილის ნადების დიდი რაოდენობით წარმოქმნას. ყავა შეიცავს შაქარს, კაკაოს ზეთს და მრავალ მძიმე ნახშირწყალს და მისი გამოყენების დროს კბილების ზედაპირებზე ღრძილის გასწვრივ წარმოიქმნება ნადები, რომლის ადგილზეც მალე ვითარდება მავნე მიკრობების კოლონიები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყავა ხელს უშლის კარიესის განვითარებას. ეს ხდება ყავის ბაქტერიციდული თვისებების გამო, რის შედეგადაც ბაქტერიები ვერ მაგრდებიან კბილების ზედაპირებზე.

  • ყავის მოყვარულებს შეუძლიათ მიიღონ საყვარელი სასმელი და ამავდროულად არ უნდა დაავიწყდეთ პირის ღრუს ჰიგიენა.
  • მიკრონახეთქების წარმოქმნისა და კბილების შეღებვის ასაცილებლად, არ დალიოთ ძალიან ცხელი ყავა და არ დაუმატოთ მასში ცივი ნაყინი.  
  • კბილების შეღებვისა და კბილის ნადების ასაცილებლად, კბილები გაიწმინდეთ ყავის ყოველი მიღების შემდეგ.
allmedic