საშარდე სისტემის ექოსკოპია
საშარდე სისტემის ექოსკოპია
allmedic
საშარდე სისტემის ექოსკოპია
საშარდე სისტემის ექოსკოპია
საშარდე სისტემის ექოსკოპია

რომელი პათოლოგიების დიაგნოსტიკაა შესაძლებელი საშარდე სისტემის ექოსკოპიური   გამოკვლევისას?  - ხშირ აღმოჩენათა შორის ალბათ უნდა დავასახელოთ თირკმელში მიკროკრისტალების არსებობა. როგორია მათი კლინიკური მნიშვნელობა, რა შეიძლება ვურჩიოთ პაციენტს ამ შემთხვევაში?

  ამჯერად ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას'' რადიოლოგიურ   განყოფილებას  ვესტუმრეთ და ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე ქალბატონ ანა ახალაიას ვესაუბრეთ. 
     - ექოსკოპიით შესაძლებელია საშარდე სისტემის თითქმის ყველა ორგანოს სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენა. ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ თირკმლის ზომები, მდებარეობა, სტრუქტურა, მენჯფიალოვანი სისტემა, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობა. ექოსკოპიურად შეიძლება დადგინდეს თირკმლის კისტა, სიმსივნე, ჰიდრონეფროზი, ორგანოს განვითარების ანომალია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს თირკმლის დაავადებები, რომელთა დროსაც ექოსკოპიური ცვლილებები შესაძლოა არც კი აღინიშნებოდეს. ასეთია, მაგალითად, გლომერულონეფრიტი. ამის გათვალისწინებით, საშარდე სისტემისთვისაც ექოსკოპია კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არა ერთადერთი მეთოდია. ის არ ცვლის კვლევის სხვა მეთოდებს.
 
პროსტატის ანუ წინამდებარე ჯირკვლის გადიდების შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი, დაავადების ხასიათზე ექოსკოპიური მონაცემებით ვიმსჯელოთ?
- ულტრაბგერითი გამოკვლევა არ იძლევა სპეციფიკური დიაგნოზის დასმის საშუალებას. ექოსკოპიით შეიძლება ზუსტად ვიმსჯელოთ პროსტატის ზომებზე, ფორმაზე, სტრუქტურაზე, დაავადების ბუნების შესახებ,  კი მხოლოდ ეჭვი შეიძლება გამოითქვას. ცვლილებების აღმოჩენის შემდეგ აუცილებელია სპეციალისტთან (უროლოგთან) ვიზიტი და შემდგომი კვლევა. 
- ხშირ აღმოჩენათა შორის ალბათ უნდა დავასახელოთ თირკმელში მიკროკრისტალების არსებობა. როგორია მათი კლინიკური მნიშვნელობა, რა შეიძლება ვურჩიოთ პაციენტს ამ შემთხვევაში?
- ასეთ მონაცემს დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია, თუმცა ზოგჯერ 1-2 მმ ზომის კენჭი არ იძლევა აკუსტიკურ ჩრდილს და შესაძლოა კრისტალებად იქნეს აღქმული. ასეთ დროს ექიმი ორი თვის შემდეგ საკონტროლო კვლევას ატარებს. განმეორებითმა ექოსკოპიამ შესაძლოა კრისტალები აღარ გამოავლინოს ან უკვე კენჭი დააფიქსიროს.
allmedic