ასპირინი
ასპირინი
allmedic
ასპირინი
ასპირინი
ასპირინი

თოთოეულ თქვენთაგანს გაუგია წამალი „ასპირინი“, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტაა ასეთი ცნობილი პრეპარატი. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ის პირველად ჰიპოკრატემ აღმოაჩინა. ასპირინი (აცეტილსალიცინის მჟავა) ავლენს ტკივილგამაყუჩებელ ,სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგვა - აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციის პროცესში, ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაძლიერებას.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ ასპირინის დღიური დოზის ხანგრძლივი მიღებით, შესაძლოა კოლორექტალური ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია მოხდეს. საუბარია ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომელსაც დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება აქვს.

ჩვენება: 

• რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი;
• ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტი;
• ტემპერატურის აწევა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
• სხვადასხვა გენეზის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი (მათ შორის, ნევრალგია, მიალგია, თავის ტკივილი);
• თრომბოზების და ემბოლიის პროფილაქტიკა; მიოკარდის ინფარქტის პირველადი და მეორადი პროფილაქტიკა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის დარღვევის პროფილატიკა;

 

უკუჩვენება:

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი ტიპის დაზიანებები გამწვავების ფაზაში; 
• ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ალერგიული რეაქციებზე მინიშნების არსებობა;
• ჰემოფილია; 
• ჰემორაგიული დიათეზი; 
• ჰიპოპროთრომბინემია; 
• პორტალური ჰიპერტენზია;
• K ვიტამინის დეფიციტი;
• ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარისობა;
• გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; 
• რეიეს სინდრომი;

ამერიკელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ გულ- სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის ასპირინის რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა არასასურველი შედეგები გამოიღოს. ისინი ასპირინის სმას მხოლოდ მათ ურჩევენ ვისაც გულის შეტევა ან ინსულტი ემუქრება, ჯანმრთელები და მოხუცები კი ასპირინის რეგულარული სმით ორგანიზმს სარგებლობაზე მეტად ზიანს მიაყენებენ- შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავი წყლული განუვითარდეთ.

allmedic