აკნე და მეზოთერაპია
აკნე და მეზოთერაპია
allmedic
აკნე და მეზოთერაპია
აკნე და მეზოთერაპია
აკნე და მეზოთერაპია

აკნე ("ფერისმჭამელები")- კანის ზოგადი დაავადებაა, რომელიც  ცხოვრების  გარკვეულ პერიოდში ადამიანების უმეტესობის  პრობლემა ხდება. აკნე უმეტესად  განპირობებულია ისეთი  ფაქტორებით, როგორებიცაა ჰორმონული ცვლილებები  ორგანიზმში, სხვადასხვა მედიკამენტის და კოსმეტიკური  საშუალებების  გამოყენება, ცხოვრების წესი, სტრესი, იმუნიტეტის  დაქვეითება, მემკვიდრული  ფაქტორები, ალერგია, კუჭნაწლავის  ტრაქტის დაავადებანი.. პათოგენეზი განპირობებულია სებორეით, რომლის გართულებასაც იგი წარმოადგენს. ძირითად როლს ასრულებს კანის ცხიმის ბაქტერიოციდულობის დაქვეითება, რაც იწვევს საპროფიტული კოკური ფლორის აქტივიზაციას. კლინიკური სურათი ხასიათდება გამონაყრის მრავალგვარობით,რომლებიც მდებარეობენ უბნებზე (სახე, მკერდი, ზურგი). კომედონების (ცხიმიანი საცობები) ფუძეში წარმოიქმნება ანთებითი კვანძები, რომლებიც ტრანსფორმირდებიან სხვადასხვა სიდიდისა და სიღრმის ჩირქგროვებად. ზოგიერთ შემთხვევაში დაჩირქება იწყება კანის ღრმა შრეებიდან და იწვევს რბილი, ნახევარსფეროსებრი კვანძების წარმოქმნას. პუსტულების შემცველობა შრება, წარმოქმნის ქერქებს, რომელთა მოძრობის შემდეგ რჩება მოლურჯო – ვარდისფერი ლაქები ან ნაწიბურები. ღრმა ფერისმჭამელები მტკივნეულია. მკურნალობა დამოკიდებულია პროცესის სიღრმეზე და მის გავრცელებაზე.

აკნეს მკურნალობისთვის რეკომენდირებულ საშუალებებს მიეკუთვნება სახის წმენდა, რომელიც საშუალებას იძლევა  მოცილებულ იქნას კანის მკვდარი უჯრედები, ცხიმგროვები და კომედონები. არსებობს მექანიკური (ხელით), აპარატურული და ქიმიური სახის წმენდა. ასევე კარგ შედეგებს იძლევა მეზოთერაპიული მკურნალობა. „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია„ გთავაზობთ აკნეს  მაქსიმალურ შედეგიან მკურნალობას.

allmedic