
ექიმი გასინჯვის და ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ხშირად სვამს საშიშ დიაგნოზს - საშვილოსნოს ყელის ეროზიას. რა არის ეს და რისი გაკეთება შეგვიძლია?
ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე ქალი იტანჯება საშვილოსნოს ყელის ეროზიით. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა. ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, სექსუალური აქტის შედეგი, სქესობრივი დაავადებების არასრული ან დაგვიანებული მკურნალობა. საშვილოსნოს ყელის ეროზიას შეიძლება სიმპტომები არც გააჩნდეს, ხანდახან იგი გამოიხატება მსუბუქი სისხლდენით ან სისხლიანი გამონადენით, განსაკუთრებით, სექსუალური კავშირის შემდეგ.
ჩვეულებრივ, დაავადების დადგენა კოლპოსკოპიით ხდება. საშვილოსნოს ყელს სპეციალური მიკროსკოპის საშუალებით იკვლევენ. ამ ხელსაწყოს დახმარებით გინეკოლოგი საშვილოსნოს ყელის ეროზიის არსებობას ან არარსებობას ადგენს. მისი გამოყენება, აგრეთვე, შესაძლებელია ავთვისებიანი ფორმების ამოსაცნობად.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობა სპეციალური უსაფრთხო იოდისშემცველი პრეპარატებით ხდება. მისი საშუალებით პაციენტის ყურადღებით გასინჯვა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დადგენაა შესაძლებელი. ციტოლოგიური მასალისთვის ნაცხის საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან იღება. ხანდახან ის ბიოფსიისთვისაც საჭიროა. პროცედურა საკმაოდ სწრაფი და უმტკივნეულოა. ის სპეციალურ მომზადებას მოითხოვს, რომელსაც დეტალურად უხსნის ექიმი პაციენტს. გამოკვლევის დროს ექიმი საშვილოსნოს ყელის ქსოვილს შეისწავლის.
ჩვენი კლინიკა პაციენტებს საშვილოსნოს პათოლოგიების, მათ შორის საშვილოსნოს ყელის ეროზიის უახლესი და თანამედროვე მეთოდით მკურნალობას სთვაზობს - რადიო ტალღური მკურნალობა. მეთოდი საკმაოდ მარტივი, სწრაფი, უსისხლო და თითქმის უმტკივნეულოა. გართულების ალბათობა პოსტოპერაციულ პერიოდში მინიმალურია. რადიო ტალღური მკურნალობა ეფექტური და უსაფრთხოა. იგი საშვილოსნოს ყელის ქსოვილებს აღდგენს და ვაგინალურ ფლორას არეგულირებს.
გახსოვდეთ! საშვილოსნოს ყელის ეროზიის არასათანადო მკუნალობამ, შესაძლოა, საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს, რაც კეთილთვისებიანი, ან ავთვისებიანი სიმსივნის ფორმირებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, წელიწადში ორჯერ მაინც მიმართოთ გინეკოლოგს