ანოსკოპია
ანოსკოპია
allmedic
ანოსკოპია
ანოსკოპია
ანოსკოპია

ბუასილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. როგორც წესი, ამ პრობლემით ექიმს დროულად არ მიმართავენ. ბუასილი კი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. მისი იგნორირებით ან თვითმკურნალობის შედეგად სხვა პათოლოგიების განვითარების რისკი იზრდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმ-პროქტოლოგს დროულად მიმართონ, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას და მკურნალობის შესაბამისი კურსი დაინიშნოს.

სწორი ნაწლავის გამოკვლევა სპეციალური ხელსაწყოს, ანოსკოპის, საშუალებით ხდება. ანოსკოპი პაციენტის უკანა ტანში შედის და სწორ ნაწლავის ვიზუალური დათვალიერების საშუალებით ზუსტი დიაგნოზი დგინდება.

ანოსკოპიის ჩატარება აუცილებელია თუ პაციენტს აღენიშნება:

  • ტკივილი ანალური ხვრელის და უკანა ტანის მიდამოებში,
  • სისხლიანი ან ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი,
  • დეფეკაციის დარღვევები (ყაბზობა, დიარეა)  და ა.შ.

 

ანოსკოპიის ჩატარების წინა საღამოს აუცილებელია გამწმენდი ოყნის გაკეთება უშუალოდ ძილის წინ, დეფეკაციის შემდეგ.

პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და მისი ჩატარების უკუჩვენებები პრაქტიკულად არ არსებობს.

allmedic