მეზოთერაპია - გაახალგაზრდავების თანამედროვე საშუალება
მეზოთერაპია - გაახალგაზრდავების თანამედროვე საშუალება
allmedic
მეზოთერაპია - გაახალგაზრდავების თანამედროვე საშუალება
მეზოთერაპია - გაახალგაზრდავების თანამედროვე საშუალება
მეზოთერაპია - გაახალგაზრდავების თანამედროვე საშუალება

კანის დაბერების ძირითადი მიზეზი უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევაა. ასაკთან ერთად კანზე უარყოფითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივებიც. ამ პროცესს კანის ფოტოდაბერება ეწოდება: კანი ეშვება, ნაოჭდება, შრება. ფოტოდაბერებით განპირობებული ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა მეზოთერაპია.

 მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ პროცედურის დროს კანქვეშ მრავლობითი მიკროინექციის საშუალებით სპეციალური კოქტეილი შეჰყავთ 0.5-6 მმ-ის სიღრმეზე, რომლის საშუალებითაც კანქვეშა ქსოვილების სტიმულირება ხდება. ეს მეთოდი უზრუნველყოფს მინერალები, ნუკლეინის და ამინომჟავების პირდაპირ კანზე (კანის შუა ფენაზე) შეღწევას. ჩვეულებრივი პრეპარატები, მისგან განსხვავებით, მხოლოდ კანის ზედაპირზე მოქმედებენ.
პირველად ეს მეთოდი კლასიკურ სამკურნალო მედიცინაში გამოიყენეს: ნევროლოგია, ტრამვატოლოგია, გინეკოლოგია და დერმატოლოგია.
 
რა ესთეტიკური პრობლემების აღმოფხვრა შეიძლება მეზოთერაპიის საშუალებით?
 
კოქტეილი მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, ეფექტურია ცელულიტის კაფსულების შესამცირებლად და შედეგად, კანი ელასტიურობას აღიდგენს. მეზოთერაპიის შედეგად ორგანიზმში ქოლესტერინის დონე ქვეითდება, ნეიტრალდება თავისუფალი რადიკალები, რაც დაბერების პროცესს უშლის ხელს. იგი დაფუძნებულია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე, უჯრედული ცვლის გააქტივებასა და კანის უჯრედების აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე.
  მეზოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია:
  • ნაოჭების გასწორება;
  • აკნეს მკურნალობა;
  • სახის ოვალის აღდგენა;
  • ფიგურის კორექცია;
  • პიგნემტური ლაქების მოცილება;
  • ორმაგი ღაბაბის გაქრობა ან შემცირება,
  • კანის ელასტიურობის აღდგენა და ა.შ.
უკუჩვენებები:
 
პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ანესთეზიას არ საჭიროებს. მეზოთერაპიის კურსის შერჩევა სპეციალისტის მიერ ხდება და ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია. პროცედურა უსაფრთხოა და ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს და პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.
 
 
რა არ არის რეკომენდირებული მეზოთერაპიის კურსის დროს?
  • მეზოთერაპიის დღეს არაა რეკომენდირებული სხვა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.
  • დეკორატიული კოსმეტიკის (მათ შორის, კრემების) გამოყენება პროცედურიდან 24 საათის განმავლობაში.
  • აბაზანის მიღება, სპორტული აქტივობები, მასაჟი პროცედურიდან ორი დღის განმავლობაში.
,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ პროცედურა Juvéderm-ის პრეპარატით ტარდება, რომელიც ფრანგული წარმოშობის უმაღლესი ხარისხის ფილერია. პრეპარატი სახის და დეკოლტეს ზონის მეზოთერაპიისთვის გამოიყენება. სხვა პრეპარატებთან შედარებით იგი ყველაზე ხანგრძლივ ესთეტიკურ შედეგს იძლევა.
allmedic