ქრონიკული პროსტატიტი
ქრონიკული პროსტატიტი
allmedic
ქრონიკული პროსტატიტი
ქრონიკული პროსტატიტი
ქრონიკული პროსტატიტი

ქრონიკული პროსტატიტი – პირველი ნაბიჯი პროსტატის ადენომას და კიბოსაკენ.


პროსტატოდინია -მუდმივი და პერიოდული ხასითაის ტკივილი შორისის არეში, ტკივილი შორისის არეში სქესობრივი აქტის დროს და შემდეგ

პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ყველასათვის ნაცნობი დაავადებებია, რაც არის განპირობებული მათი საყოველთაო გავრცელებით მამაკაცებში. ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად მოგვმართავენ მამაკაცები, ვისაც უკვე ჩამოყალიბებული პროსტატის ადენომა ან პროსტატის კიბო აქვთ. პროსტატის ადენომას ახასიათებს გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, შარდის ბუშტის კენჭების გაჩენა და სხვა.
 
სამწუხაროდ პროსტატის კიბოს არ გააჩნია ადრეული სტადიისათვის დამახასიათებელი ნიშნები და უხშირესად მამაკაცები მოგვმართავენ პროსტატის ადენომისათვის მსგავსი ჩივილებით. აქედან გამომდინარე, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები ხშირად დგანან ფაქტის წინაშე რომ მათ უკვე აქვთ პროსტატის ადენომა ან კიბო. ყოველთვის ისმის კითხვა თუ რატომ ვითარდება ეს დაავადებები.
 
დღეისათვის არსებობს რამოდენიმე თეორია დაავადებების განვითარების მიზეზების შესახებ. ყველაზე თანამედროვე და დამტკიცებული მრავალჯერადი კვლევებით არის პროსტატიტის დროს მიმდინარე ცვლილებები წინამდებარე ჯირკვალში – პროსტატაში, რაც დროთა განმავლობაში განაპირობებს ადენომის ან კიბოს განვითარებას. ამგვარი გარდაქმნა შეუძლებელია მოკლე პერიოდში, ხოლო რამოდენიმე ან ათეული წელი საბოლოოდ სავსებით საკმარისია რომ ეს მოხდეს.

ჩვენში აქამდე ითვლებოდა რომ მამაკაცმა უროლოგიური გამოკვლევების გეგმიური ჩატარება უნდა დაიწყოს 50 წლის ასაკიდან. დასავლეთ ევროპაში ეს ზღვარი დაიწია 45 წლამდე, ხოლო ამერიკელი უროლოგების თანახმად პროსტატის ადენომის ან კიბოსაკენ მიდრეკილება შეიძლება დადგინდეს 40 წლის ასაკში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ უკვე 40 წლის ასაკიდან უნდა მოხდეს პროსტატაში მიმდინარე ცვლილებების სრული შესწავლა რომელიც გვაძლევს საშუალებას განსაზღვროთ თუ რა მიმართულებით მოხდება პროცესების განვითარება წინამდებარე ჯირკვალში. თუ 40 წლისათვის არაფერი საეჭვო არ ინახა, შემდეგი ამგვარი გამოკვლევა ტარდება 5 წლის შემდეგ და მერე ყოველწლიურად.

როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი კონკრეტულ სიტუციაში? 

პროსტატიტის დადგენის შემთხვევაში, თუ რა სტადიას მიეკუთვნება ის საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, აუცილებელია მოშორებული იქნას ყველა მისი გამომწვევი მიზეზები და ამის შემდეგ ხანგრძლივი ყურადღება დაეთმოს ქსოვილებში მომხდარ უარყოფით ცვლილებებს. ეს უნდა მოხდეს სპეციალური მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენებით.

ყველა პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ მიმგომას მისი კონკრეტული მონაცემების თანახმად.
პროსტატის ადენომის გამო შარდის შეკავების და ოპერაციული მკურნალობის რისკს განეკუთნებიან ის მამაკაცები ვისაც აქვთ მკვეთრად გაძნელებული მოშარდვის აქტი, მომატებული PSA, დიდი ზომის ადენომა( 40 – 50 გრამზე მეტი), ნარჩენი შარდი. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ PSA მეტია სამზე შარდის შეკავების და ოპერაციული მკურნალობის ალბათობა უახლოვდება 40%, ხოლო თუ ადენომა 40 გრამზე მეტია აღემატება 30%.

თუ მამაკაცს დაუდგინდა პროსტატის ადენომა, ადენომის წონა არ აღემატება 40 – 50 გრამს და სახეზეა მოშარდვის გაძნელება ამ შემთხვევაში ინიშნება ის პრეპარატები რომლებიც მას გაუუმჯობესებენ მოშარდვის აქტს.
მამაკაცებს პროსტატის ადენომით წონით 50 გრამი და მეტი მოშარდვის აქტის გამაუმჯობესებელ პრეპარატებთან ერთად აუცილებლად უნდა დაენიშნოს ის საშუალებები რომლებიც განაპირობებს ადენომის ზრდის გაჩერებას და შემდგომში მის ზომებში შემცირებას. ამ პრეპარატების გამოყენებას რამოდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის ფინანსური, და რაც მთავარია პროსტატის ადენომის ზომებში შემცირება მკვეთრად ამცირებს ოპერაციული ჩარევის ალბათობას. ამ პრეპარატების მოქმედების არსი მდგომარეობს იმაში, რომ პროსტატაში არ ხდება მამაკაცის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის გარდაქმნა მის ყველაზე აქტიურ ფორმათ, ხოლო ეს უკანასკნელი განაპირობებს პროსტატის შემდგომი ზრდის პროცესს.

აქედან გამომდინარე, თუ მამაკაცი დროულად ჩაიტარებს სათანადო გამოკვლევებს და დაიწყებს სწორ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს სავსებით შესაძლებელია აიცილოს არა მარტო პროსტატის ადენომით გამოწვეული გართულებები და ოპერაციული მკურნალობის აუცილებლობა, არამედ თავად ადენომის განვითარებაც კი.

პროსტატის კიბო ადრეულ სტადიაზე სავსებით განკურნებადია. თუ პროსტატის კიბოს გამო ოპერაცია დაგვიანებულია ინიშნება სპეციალური ნემსები რომლებიც აჩერებენ ამ პროცესის შემდგომ განვითარებას. ამ ნემსებს შორის უნდა გაკეთდეს სწორი არჩევანი ვინაიდან მათი ეფექტურობა განსხვავდება ერთმანეთისგან. იმ მამაკაცებში, ვისაც დადგენილი აქვთ კიბოს წინარე უჯრედები ან ვის უახლოეს ნათესავებს დაუდგინდა ეს დაავადება, იმყოფებიან მომატებული რისკის ქვეშ. არსებობს სპეციალური პრეპარატები და კვების რაციონები რომლებიც იძლევიან საშუალებას ერთიორად შეამციროს პროსტატის კიბოს ჩამოყალიბების რისკი. ამგვარად შეუძლია იმოქმედოს ნებისმიერმა მამაკაცმა და მას მიეცემა საშუალება დიდი პროცენტით აიცილოს ეს საშიში დაავადება.

ამრიგათ პროსტატიტი, პროსტატის ადენომა ან კიბო სავსებით მართვადი დაავადებებია თუ მათი სათავეები არის სწორათ შეფასებული.
allmedic