
ლამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა. ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული. სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის ენდოპროტეზების საშუალებით შესაძლებელია არა მარტო მკერდის ზომის გაზრდა, არამედ მისი ფორმის კორექციაც. ასიმეტრიის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა ზომის იმპლანტების შერჩევით გამოვასწოროთ განსხვავება. მცირედ დაშვებული მკერდის - პტოზის შემთხვევაში საკმარისია იპლანტების გამოყენებით მკერდის აიწევა. მკერდის იმპლანტი პაციენტს ხელს არ უშლის მშობიარობასა და ბავშვის ძუძუთი კვებაში. ამერიკისა და ევროპის სპეციალისტთა გამოკვლევები ადასტურებს, რომ არ არსებობს მონაცემები, რომ იმპლანტი იწვევდეს ონკოლოგიურ დაავადებებს. იგი სავსებით უსაფრთხოა, არ იწვევს არავითარ ალერგიას ან ინტოქსიკაციას. მკერდის გადიდების (აუგმენტაციური მამოპლასტიკა) ოპერაციის მიზანია, იმპლანტების საშუალებით მკერდის ფორმისა და მოცულობის შეცვლა. იმპლანტი თავსდება სარძევე ჯირკვლის ფასციის ან მკერდის კუნთის ქვეშ.